გასული კვირის მიმოხილვა

წინა პერიოდებთან შედარებით, გასულ კვირას, ნაკლები დაძაბულობა იყო ონლაინ სამყაროში. ეს მოსალოდნელიც იყო - 2015 წლის WSOP-მა ახლახან აიღო სტარტი და მოთამაშეების უმეტესობაც, ადრენალინისა და გამარჯვების ძიებაში, გემბლინგის დედაქალაქში იმყოფება. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ონლაინ თამაში აბსოლუტურად "მოკვდა" - დიდი პოტებისა და დიდი სვინგების ნაკლებობა ამ კვირაშიც არ იგრძნობოდა. 

აიზიკ ჰექსტონმა, წინა კვირის მსგავსად, ამ კვირაშიც მომგებიანი თამაში გააგრძელა. მაგრამ კვირის მთავარი პროფიტი ფილ Polarizing აივიმ აჩვენა. პოკერის ტაიგერ ვუდსაც წოდებული აივი, თავდაპირველად კორტ კიბლერ-მელბის დაუპირისპირდა 2-7 ტრიპლ დროუში, სადაც, უკვე ერთ საათში, $167.000 დოლარის მოგებაში იყო. ამის შემდეგ აივიმ 'პოკერსტარსზე' გადაინაცვლა და თითქმის $100.000 დოლარი მოიგო. საბოლოოდ მან დღე $275.000 დოლარის პლუსით დაამთავრა. მისი ოპონენტები იყვნენ: აიზიკ ჰექსტონი, ბენ 'Sauce123' სალსკი და სხვა ცნობილი ჰაი სტეიკს გრაინდერები. აივის მსგავსად, წარმატებული დღე ჰქონდა აიზიკ ჰექსტონს და მიკაელ ტურიტსსაც. 

გასულ კვირაში, დაძაბული თამაშის მხრივ, პაუზა საკმაოდ გაიწელა, რადგან წინა კვირის ვიქენდების შემდეგ, დიდი 'ექშენი' მხოლოდ ხუთშაბათს განახლდა. ამ დღეს, ექვსნიშნა მოგებას ძლივს გადაცდა ერთი მოთამაშე - 'BROCKLESNARR', ხოლო ფილ აივი, $92.500 დოლარით მიუახლოვდა ექვსნიშნა ნიშნულს, თუმცა გადალახვა ვერ მოახერხა. 

პარასკევი დიდი თამაშის დღე გამოდგა 'ფულ ტილტზე'. ეს ფილ აივის გააქტიურებით იყო გამოწვეული, რადგან ბოლო დროს $250/$500 ლიმიტის NL ჰოლდემის მაგიდები მის ხანგრძლივ არყოფნას განიცდიდნენ - აივი სხვა თამაშებზე იყო გადართული. გააქტიურების მიუხედავად, ეს დღე აივისთვის, წარუმატებელი აღმოჩნდა: ჰოლდემის მაგიდებზე მან $65.000 დოლარი დაკარგა. სამაგიეროდ, ალექს 'IReadYrSoul' მილერის ბანკროლი $180.000 დოლარით გაიზარდა. 'Denoking' ამ დღის მეორე უდიდესი გამარჯვებული გამოვიდა, $129.000 დოლარიანი პროფიტით, რომლის ნახევარიც სწორედ ალექს მილერმა წააგო. 

შაბათმაც დაძაბულობაში ჩაიარა - აივი და მილერი თავიანთ სათამაშო კუთხეს დაუბრუნდნენ, რაც ყოველთვის დიდ ექშენს ქმნის. $100.000 დოლარიან მოგებას ფილ აივიმ და 'OtB_RedBaron'-მა გადააბიჯეს. მთლიანობაში, აივიმ, პატარა წაგებებისა და დიდი მოგებების შედეგად, კვირა $193.000 დოლარიან პლუსში დაასრულა. ნაკლებად მომგებიანი, მაგრამ მაინც წარმატებული კვირა იყო აიზიკ ჰექსტონისთვისაც, $124.000 დოლარით. მაიკლ ტურიტსმა, გასული კვირა, $105.000 დოლარიანი მოგებით დაასრულა. ალეს მილერმა, 'ფულტილტზე' მოგებისა და 'პოკერსტარსზე' წარუმატებელი სესიების შემდეგ, მაინც მოახერხა კვირის პლუსის გრაფაში ჩაწერა, $33.000 დოლარით. 

კორტ კიბლერ-მელბისა და ბენ 'Sauce123' სალსკის საკმაოდ ცუდი კვირა ჰქონდათ. კიბლერ-მელბიმ მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა თამაშებში $340.000 დოლარი დაკარგა, ხოლო სალსკიმ - $115.000.

რუმები

ქართული უცხოური