ბრაიან ჰასტინგსი, ერთკვირიანი შუალედით, ორ სამაჯურს იგებს

წლევანდელ სერიებზე პირველი სამაჯურის მოგებიდან ერთი კვირის შემდეგ, ბრაიან ჰასტინგსმა კიდევ ერთხელ გაუსინჯა გემო WSOP-ის ოქროს. 2015 წელს, მან  $10.000 სევენ-ქარდ სტადის ივენთი მოიგო, ხოლო ახლა - $1.500 სიქს-მაქს 10-გეიმსი, $133.403 დოლარით პირველი ადგილისთვის. ბოლო ივენთში მან 380 მოთამაშეს შორის მოიპოვა გამარჯვება. 

"რა თქმა უნდა, ზაფხულის განმავლობაში ორი სამაჯურის მოგება, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, - თქვა ჰასტინგსმა, - არც ისე ბევრ ადამიანს მოუხერხებია ეს WSOP-ის ისტორიაში." ფინალური დღისთვის, როცა 380 მოთამაშიდან მაგიდასთან 9 მათგანი იყო დარჩენილი, ჰასტინგსმა ჩიპ ლიდერის სტატუსით დაიწყო თამაში. იგივე პოზიცია მას თამაშის ბოლომდე არ დაუკარგავს და საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩა. "კარტს ყოველთვის შეუძლია ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ამ ტურნირზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატება ჩემი იყო." 

ფინალურ მაგიდამდე, ჰასტინგსმა, ორი ძალიან რთული მოწინააღმდეგე ჩამოიშორა გზიდან. მან ჯერ ერიკ ვასერსონი გათიშა ტურნირიდან, როცა პოტ-ლიმიტ ომაჰას დროს ვასერსონის ტოპ წყვილი და გატშოტი ვერ გაძლიერდა ჰასტინგსის ოვერ წყვილის წინააღმდეგ; ხოლო შემდეგ, WSOP სამაჯურის მფლობელი, ოვაის აჰმედი გაუშვა სახლში, ფინალური მაგიდის საპრიზო ადგილის გარეშე. მაიკ ვოტსონის შემოსავლიანი, მაგრამ არასახარბიელო სერია გაგრძელდა ამ ტურნირზეც - მან მეექვსე ადგილი დაიკავა, უკვე მესამედ წლევანდელ WSOP და ვერადავერ მოახერხა ასე ახლოს მყოფ სამაჯურთან მიახლოება. მას მიყვნენ ტიმ როიში და ალექსეი მაკაროვი, შესაბამისად მეხუთე და მეოთხე ადგილებზე და საბოლოო ბრძოლის ველი ლეგენდარულ ტოდ ბრანსონს, როსტისლავ ცოდიკოვსა და ბრაიან ჰასტინგსს დაუტოვეს. მას შემდეგ, რაც თამაშს შორტ სტეკი ტოდ ბრანსონი გამოეთიშა, უპირატესობა ბრაიან ჰასტინგსის მხარეს გადაიხარა, რამნდენადაც მას ჰედს-აპების მრავალწლიანი გამოცდილებაც უწყობდა ხელს და კარტიც. 

ჰასტინგსის მხარდამჭერებს შორის იყო მისი მეგობარი გოგო, სონია, რომელიც 'ბესტბეტ ჯექსონვილში' მუშაობს. "ის დამეხმარა თავდაჯერებულობის მოპოვებაში, - თქვა ბრაიანმა თავის მეგობარზე, -  ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე და ძალიან მეხმარება. პოკერის მოთამაშისთვის, სიყვარული და მხარდაჭერა, საუკეთესო კომბინაციაა." 

ტურნირის დასრულების შემდეგ, WSOP-ის მედია დირექტორმა, ნოლან დალამ განაცხადა, რომ ამ გამარჯვებით, ჰასტინგსს, იმ ხუთეულში შესვლის შანსი გაუჩნდა, რომელში შემავალმა მოთამაშეებმაც წლის განმავლობაში სამი სამაჯურის მოგება შეძლეს. ესენი არიან: ფილ ჰელმუტი, ფილ აივი, ტედ ფორესტი, ჯეფ ლისანდრო და პაგი პირსონი. ჰასტიგინსის განცხადებით, ის სამაჯურებზეა ორიენტირებული და მისი მიზანი სწორედაც ამ ადამიანების სიაში შესვლა იქნება. 

რუმები

ქართული უცხოური