ჰელმუტი და აივი ერთ მაგიდაზე, ერთმანეთის წინააღმდეგ

პოკერის მოთამაშეებს დაუსრულებლად შეუძლიათ საუბარი იღბალზე და იღბლის ფაქტორზე თამაშში. იღბალი და უიღბლობა არამხოლოდ კარტებში შეიძლება აღმოვაჩინოთ, არამედ სათამაშო მაგიდის ლაინ აფშიც. 'კარგ მაგიდად' შეიძლება ჩავთვალოთ რამდენიმე ცუდი მოთამაშე, რომლებთანაც თამაშზე ნებისმიერი იოცნებებდა. ფილ ჰელმუტი და ფილ აივი, სწორედ ამ სიტუაციის საპირისპირო მხარეს აღმოჩდნენ. 

2015 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე არის მაგიდა, 256-ე ნომრით, რომელზეც თამაშობენ ფილ ჰელმუტი, მელანი ვაისნერი, ფილ აივი და ჰედს-აპ ჩემპიონატის გამარჯვებული კეიტ ლერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰელმუტს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს იგივე შედეგის მისაღწევად, რაც მან 1989 წელს დადო. "ეს მაგიდა რომ ESPN-ს ან რომელიმე სხვა ტელევიზიას გაეშუქებინა და ასეთი ლაინ აფი დამენახა, ვიფიქრებდი, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, - იხუმრა ჰელმუტმა ჟურნალისტებთან, - ძალიან უცნაურია. პროფესიონალები ამბობენ, რომ მათ მაგიდებზე ერთი ნაცნობი სახეც კი არ არის, მხოლოდ მოყვარულები და დამწყებები. მე კი მაგიდაზე მყავს აივი, ლერი და ვაისნერი. სავარაუდოდ, წლევანდელი მეინ ივენთის ყველაზე რთულ მაგიდაზე მოვხვდი."

რთული ოპონენტების მიხუედავად, 'პოკერ ბრატმა', შესვენების გამოცხადებამდე, 60.000 ჩიპის მოგროვება შეძლო. "სავარაუდოდ აივი ყველაზე დიდი საფრთხეა ჩემთვის. უნდა ვაღიარო, რომ მას ყველაზე დიდი შანსი აქვს დამეწიოს სამაჯურების რაოდენობით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და უდიდეს პატივისცემას იმსახურებს." ამის შემდეგ, ორი ლეგენდა, რამდენიმე დიდ დარიგებაში, ერთმანეთს დაუპირისპირდა. როგორც ჰელმუტი ყვება, მას ათიანები ჰყავდა და T72 ფლოპზე სეტი დაიჭირა. მისი ბეთისა და აივის ქოლის შემდეგ, კიდევ ერთი ათიანი დაიდო და ჰელმუტი უკვე ქუადსით დაუმარცხებელი გახდა. აივისგან აგრესიის მოლოდინმა გაამართლა და ჰელმუტმა მშვიდად გააკეთა ჩექ-ქოლი. რივერზე დადებული K-ის შემდეგ ჰელმუტმა ჩექ-რეიზი სცადა, თუმცა აივი იძულებული იყო კარტი გადაეყარა. "კიდევ ერთი დარიგების დროს, ფლოპზე ნატსი ფლეში მივიღე. მე KQ მყავდა, ხოლო ფლოპმა A52 მომცა. სამწუხაროდ, იძულებული ვიყავი მხოლოდ ქოლი მეთამაშა, რადგან ბორდი გაწყვილდა და რისკების აღება საჭირო აღარ იყო. შემდეგ დარიგებაზე AQ-ით 3-ბეტი გავაკეთე და აივიმ გადაყარა." 

ერთ-ერთ ხელში, საქმე ოლ ინამდეც მივიდა, როცა KT42 ფლოპზე, შორტ სტეკად დარჩენილი აივი იძულებული გახდა KJ ფუში გაეკეთებინა. ჰელმუტმა AQ-ით, ნათსი ფლეშ და სთრეით დროთი, მშვიდად მიიღო მოწინააღმდეგის ოლ ინი, მაგრამ რივერზე დადებულმა 4-მა საქმე აივის სასარგებლოდ გადაწყვიტა. საბოლოოდ, მეინ ივენთის ეს დღე ჰელმუტმა 79.725 ჩიპით, ხოლო აივიმ - 22.350 ჩიპით დაასრულეს.

რუმები

ქართული უცხოური