შეძლებს თუ არა ნეგრანუ 'ნოემბრის ცხრიანზე' მოხვედრას?

დენიელ ნეგრანუს რომ უდიდესი მიღწევები აქვს პოკერში, ამაზე არავინ კამათობს. 40 წლის 'პოკერის დიდების დარბაზის' წევრი, სატურნირო კარიერაში მოგებების თვალსაზრისით, $29.942.773 დოლარით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოცემა Card Player-ის შედეგებით, ის ორჯერ გახდა წლის მოთამაშე. მას 38 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის 6 WSOP-ის სამაჯური და 2 WPT-ის ტიტული. ერთადერთი რამ, რაც კანადელს აკლია, პოკერის უმნიშვნელოვანესი მოვლენის - მეინ ივენთის მოგებაა. 

ეს დანაკლისიც, შესაძლოა მალე გამოსწორდეს, რამდენადაც 6.420 მონაწილიდან, მეინ ივენთზე, მხოლოდ 27 მოთამაშე დარჩა, ხოლო ნეგრანუ 8.495.000 ჩიპით, მეცხრე პოზიციას იკავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ლეგენდა საკმაოდ ახლოს მიუშვეს პოკერის სამყაროს მთავარ ტიტულთან. 

"ეს ერთადერთი ივენთია, რომელსაც მთელი მსოფლიო ყურადღებას აქცევს. შეიძლება ვინმესთვის პოკერი საერთოდ არ იყოს მნიშვნელოვანი, ან ნაცნობი სფერო, მაგრამ მეინ ივენთი მაინც განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება, - თქვა ნეგრანუმ ინტერვიუს დროს, - მისი მოგება ყველას უნდა, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი იქნება ეს, მოყვარული, თუ უბრალოდ ჰოლივუდის მსახიობი, რომელსაც ფული არ ადარდებს. ტურნირის ამ სტადიაზე მოსვლა, უკვე დიდი მიღწევაა, ასე რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენო."

თუმცა ნეგრანუს ამ მისიას, დარჩენილ 27 მონაწილეს შორის მყოფი ისეთი მოთამაშეები ართულებენ, როგორებიც WSOP-ის სამაჯურის მფლობელი მაქს შტაინბერგი, WCOOP მეინ ივენთის გამარჯვებული ფედორ ჰოლცი, EPT-ის ვეტერანი პიერ ნუვილი და PLO ექსპერტი ჯასტინ შვარცი არიან. გარდა ამისა, ამჟამინდელი ჩიპ ლიდერი ტომას კერნია - მოთამაშე, რომელმაც wsop.com-ზე ყველაზე მეტი სატურნირო ფულის მოგროვება შეძლო. 

მეინ ივენთის გარდა, ნეგრანუს ერთ-ერთ მონაწილესთან საიდ ბეთიც აკავშირებს: მან ჯასტინ შვარცთან სანაძლეო დადო - თუ შვარცი პოტ ლიმიტ ომაჰაში მოგებას შეძლებს, ის $100.000 დოლარს მიიღებს, თუ არა, მაშინ ის, ნეგრანუს თქმით 'ახალ ცხოვრებას' იწყებს, რაც ჯანსაღ კვებას, რეგულარულ ვარჯიშსა და კითხვას გულისხმობს. "მე და დენიელს ყოველთვის განსხვავებული აზრი გვქონდა, - ამბობს ჯასტინ შვარცი, - PCA-ზე ერთხელ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. მე ყოველთვის ვცდილობდი ონლაინ მოთამაშეების ახალი თაობის სახელით მელაპარაკა. ის კი თავის სათქმელს ამბობს. ჩვენი აზრები, ხშირად, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ. ჩვენ საკმაოდ ბევრი გვითამაშია ერთმანეთთან. ალბათ ხვდება, რომ როგორც მოთამაშეს დიდი პოტენციალი მაქვს. რა უნდა იყოს იმაზე დიდი ქველმოქმედება, ვიდრე ის, რომ საკუთარ მტერს ახალი ცხოვრების საშუალება მისცე?"

"ვფიქრობ, ვარჯიში და სწორი კვება ადამიანებს უკეთ ცხოვრების საშუალებას აძლევს, - თქვა ნეგრანუმ, - ის, ხშირად, საკმაოდ ცუდად მომიხსენიებს, მაგრამ ვიცი, რომ მასში უფრო დიდი სიღრმე უნდა იყოს. ვცდილობ ეს პირადულ დონეზე არ მივიღო და პირიქით დავეხმარო მას. თუ ვინმე შენ გებრძვის, ნაცვლად იმისა, რომ მას ცუდი უსურვო, სჯობს იმაზე იფიქრო, როგორ შეიძლება გამოვსწორდე და დავეხმარო ამ ადამიანს უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბებაში? მე სწორედ ეს მაყენებს კარგ ხასიათზე. თუ ის გამოსწორდება, უკეთესად იქნება, თუ სხვანაირად შეხედავს სამყაროს და მე ამაში მონაწილეობას მივიღებ, ეს ჩემთვის უდიდესი მოტივატორი იქნება."

რუმები

ქართული უცხოური