WSOP-ის მეინ ივენთის ასაკოვანი მონაწილეები

დენიელ ნეგრანუს მე-11 ადგილზე გასვლის გარდა, მეინ ივენთის ფინალურ სტადიაზე, ყველაზე საინტერესო მოვლენა, ალბათ, ორი ასაკოვანი მოთამაშის, პიერ ნუვილისა და ნილ ბლუმენფილდის გასვლა იყო. 72 წლის ნუვილი, WSOP-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მონაწილეა, ვინც მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე თამაში გაინაღდა, ხოლო ნილ ბლუმენფილდი მეორე ყველაზე ხანდაზმული მონაწილე.

აქამდე, იგივე სტატუსით 57 წლის სტივენ გი სარგებლობდა, თუმცა მას გაცილებით უფროსი კონკურენტები გამოუჩდნენ. სიმართლე ითქვას, პოკერის ბუმის შემდეგ, რომელიც 2003 წელს დაიწყო, მეინ ივენთის ყველა გამარჯვებული 40 წელზე ქვემოთ იყო. უკანასკნელი 7 მსოფლიო ჩემპიონი კი 30 წელზე ქვემოთ. უკანასკნელი წლების მსოფლიო ჩემპიონების საშუალო ასაკი 31 წელს შეადგენდა. მართლაც, ამ პერიოდში, პოკერის მსოფლიო ჩემპიონებმა ასაკობრივი რეკორდი ორჯერ მოხსნეს, როცა ჯო კადამ და პიტერ ისტგეიტმა, შესაბამისად 21 და 22 წლის ასაკში, მეინ ივენთის მოგება შეძლეს. მათ გამარჯვებამდე, ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი 24 წლის ფილ ჰელმუტი იყო. პოკერი სულ უფრო და უფრო 'ახალგაზრდევდება'. ეხებათ თუ არა ეს ტენდენცია პიერ ნუვილსა და ნილ ბლუმენფილდს? ჩაითვლებიან თუ არა ისინი 'ნოემბრის ცხრიანის' სუსტ რგოლებად?

2003 წლის შემდეგ, როცა პოკერი მანამდე არნახულ პოპულარობას იძენდა, მოთამაშეთა ასაკი სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ხანდაზმულები პოკერიდან წავიდნენ. ეს ყველაფერი იმით აიხსნება, რომ განათლებულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც მეცნიერებას, სამართალს, ფინანსებს, ან სხვა დისციპლინებს ეუფლებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ პოკერით ფულის შოვნა სახლიდან გაუსვლელად შეიძლება. ახალგაზრდა მოთამაშეებმა კი პოკერი თავდაყირა დააყენეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, როცა ონლაინ მილიონობით დარიგების თამაშია შესაძლებელი, სიტყვა 'გამოცდილებამ' სრულიად ახალი მნიშვნელობა და მასშტაბები შეიძინა. თუ აქამდე პოკერის 'სწავლას' წლები სჭირდებოდა და გამოცდილად 50 წლამდე მოთამაშე ჩაითვლებოდა, ახლა ეს ასაკი 18-19 წლამდე ჩამოვიდა. მაგალითისთვის, ტომ დუანი და ვიქტორ ბლომი გაცილებით ადრეულ ასაკში, ონლაინ პოკერით, ძალიან დიდ ფულს გამოიმუშავებდნენ. თანამედროვე თაობამ შექმნა პოკერის სრულიად განსხვავებული, არატრადიციული ხედვები და კონცეფციები. 

ეს ყველაფერი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდა თაობას რაიმე უპირატესობა აქვს წინა თაობებთან შედარებით. პიერ ნუვილის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა - ის საკმაოდ სერიოზულად ეკიდება თამაშს, მუდამ ცდილობს განვითარებას, ღებულობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას და სიახლეს. მან 23-ჯერ მოახერხა EPT-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მოგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ის არა 'ოლდსქული', კონსერვატული მოთამაშეა, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახალგაზრდა ოპონენტებს WSOP-ის სამაჯურისკენ მიმავალ გზაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ პოკერი აქტიური ფიზიკური სპორტი არ არის, მეინ ივენთის დაძაბულობა ძალიან დამღლელია ნებისმიერი მოთამაშისთვის, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად. აქ კი ახალგაზრდებს გარკვეული უპირატესობა აქვთ. თუმცა პიერ ნუვილი და ნილ ბლუმენფილდი მრავალსაათიან სესიებს მიჩვეულები არიან, ასე რომ ახალგაზრდა მეინ ივენთის მონაწილეებს აქაც არ გაუმართლათ. 

თეგები
პოკერი WSOP 2015

რუმები

ქართული უცხოური