ვანესა სელბსტი Super High Roller Celebrity Shootout-ს იგებს

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათს, $1 Million Super High Roller Celebrity Shootout ტურნირები იმართება, რომელიც წელს განსხვავებული ფორმატით ტარდება - ის მოიცავს ორ მაგიდას, საიდანაც ერთი ეკუთვნის ცნობილ სახეებს, როგორებიც არიან: ჰენკ აზარია, დონ ჩიდლი, ბრედ გარეტი, ნორმ მაკდონალდი და კევინ პოლაკი; ხოლო მეორე მაგიდა დაკავებული აქვთ პროფესიონალ მოთამაშეებს, მათ შორის არიან: ფილ ჰელმუტი, დოილ ბრანსონი, ანტონიო ესფანდიარი, დენიელ ნეგრანუ და ვანესა სელბსტი. 

ტურნირი 'შუთაუთ' პრინციპით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მაგიდას ერთი გამარჯვებული ჰყავს, რომლებიც ერთმანეთს ფინალურ ჰედს-აპში უპირისპირდებიან. ამ შემთხვევაში, ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში, ტიტულისა და პირველი ადგილისთვის დაწესებული $1 მილიონი დოლარისთვის, ვანესა სელბსტს და მსახიობ კევინ პოლაკს მოუწიათ. 12 აგვისტოს, მათ, ე.წ. best-of-three ითამაშეს, რომელიც სამი რაუნდიდან მინიმუმ  ორის მოგებას საჭიროებდა.

"ვანესა კარგი მაგალითია იმისა, თუ რამხელა წარმატებას შეიძლება მიაღწიოს პოკერის მოთამაშემ, - თქვა Poker Central-ის დამფუძნებელმა კლინტ სტინჩკომბმა, - მოთამაშეების ბექგრაუნდი და ისტორია ისეთივე ინტერესს იწვევს, როგორც მათი თამაში."

ვანესა სელბსტი თანამედროვეობის ერთ-ერთ წარმატებულ მოთამაშედ შეიძლება ჩაითვალოს. 'იელის' უნივერსიტეტში იურისტის პროფესიის დაუფლებამდე, ის, მასაჩუსეტსის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ, განათლების მიღება ესპანეთში, Fulbright Scholarship-ის პროგრამით გააგრძელა. მას შემდეგ, რაც ის ამერიკაში დაბრუნდა, ვანესა სელბსტმა გადაწყვიტა მთელი თავისი დრო პოკერისთვის დაეთმო და უკვე 2010 წლისთვის, მისი სატურნირო მოგებები $3 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. WSOP-ის 3 სამაჯურის მფლობელმა, უკანასკნელი ექვსნიშნა თანხის მოგება 2013 წელს შეძლო, როცა PCA $25.000 High Roller-ში გამარჯვებისთვის, მან, $1.424.420 დოლარი მიიღო. 

სუპერ ჰაიროლერ სელებრითი შუთაუთის ერთადერთ ქალ მონაწილეს სატურნირო კარიერაში უკვე $11.5 მილიონი დოლარი აქვს მოგებული. ის ასევე ერთადერთი ქალი მოთამაშეა, რომელმაც Global Poker Index-ის სათავეში მოხვედრა მოახერხა. 

როგორც ცნობილია, ვანესა სელბსტი, მოგებული $1 მილიონი დოლარის მნიშვნელოვან ნაწილს საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიღებს და ის მიმართული იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად. 

რუმები

ქართული უცხოური