ჯონ ჯუანდას ფანტასტიკური შედეგი

2015 წლის ბარსელონაში ჩატარებული EPT ბევრი ხმაურითა და სენსაციით გამოირჩეოდა, მაგრამ განსაკუთრებული მოვლენა, რა თქმა უნდა, ჯონ ჯუანდას მიერ EPT მეინ ივენთის მოგება იყო, რომელსაც რეკორდული რაოდენობის ენტრანტები ჰყავდა - ჯუანდამ გამარჯვება 1.694 მოთამაშეს შორის მოიპოვა. მასსა და კიდევ ორ ფინალისტს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ჯუანდას პირველი ადგილისთვის €1.022.593 ევრო შეხვდა. 

ბარსელონაში მიღწეული წარმატებების გარდა, ლეგენდარულ მოთამაშეს კიდევ ერთი სიახლე აქვს, რომელზეც მან PokerNews-ის კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და პოკერიდან ერთწლიანი გაუჩინარების შესახებ ყველაფერს ნათელი მოჰფინა - "ერთი წელი პოკერის წრეებში არ გამოვჩენილვარ. ამის მიზეზი ის გახდა, რომ დაახლოებით გასული წლის დეკემბერში, საახალწლო წვეულებაზე მე და ჩემმა მეგობარმა საკმაოდ ბევრი დავლიეთ, რასაც უცნაური საიდ ბეთები მოჰყვა. ჩვენ ხან სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ხან აზიდვებში... მან სანაძლეო დამიდო, რომლის მიხედვითაც ერთ წელში 20 აზიდვის გაკეთება უნდა შემძლებოდა. იმ მომენტისთვის, მხოლოდ 6-ს ვახერხებდი... 2 თვის შემდეგ მივხვდი, რომ არანაირი პროგრესი არ მქონდა. ამიტომაც სერიოზული მომზადება გადავწყვიტე და ფსონებიც გავზარდეთ. მე ან ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ამ სანაძლეოს მოსაგებად, ან უნდა დავნებებულიყავი."

ჯუანდა ამჟამად ტოკიოში ცხოვრობს. მან 6 თვე დახარჯა მოსამზადებლად, რათა სანაძლეო პირობის შესრულება შეძლებოდა. ვიდეო კი იმის მტკიცებულებაა, რომ მიზანდასახული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მოთამაშისთვის, რომელიც უამრავ წინააღმდეგობასა და სირთულეს ხვდება კარიერის განმავლობაში, შეუძლებელი არაფერია. 

რუმები

ქართული უცხოური