უნდა გაიზარდოს თუ არა სატურნირო სერიების მეინ ივენთების ბაი-ინი?

პოკერში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კითხვა "უნდა გაიზარდოს თუ არა EPT/WPT/WSOP-ის მეინ ივენთების ბაი-ინები?" სამართლიანი იქნება. გასულ კვირას საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა: EPT-ის ფარგლებში გამართულ ჰაი როლერ ტურნირზე, რომლის ბაი-ინიც €50.000 ევროს შეადგენდა, 85 მოთამაშე დარეგისტრირდა და 14 რე-ბაი გაკეთდა. ხოლო €10.000 ევროიან ჰაი როლერ ტურნირს 401 ენტრანტი ჰყავდა, რომელთაგან რებაი 105-მა მოთამაშემ გააკეთა. ყველაზე ხალხმრავალი ტურნირი კი მეინ ივენთი გამოდგა, რომლის ბაი-ინი €5.300 ევრო იყო - ტურნირზე 1.694 მოთამაშე დარეგისტრირდა. წინა სტატიებში უკვე გიამბეთ EPT-ის მეინ ივენთის შესახებ, რომელიც ჯონ ჯუანდამ მოიგო. 

მარტივი წესი: მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასიც იზრდება. პოკერის ტურნირები აქამდე არნახული პოპულარობით სარგებლობენ. ჰაი როლერ ტურნირების ბაი-ინები $30.000 და $50.000 დოლარს სულ უფრო და უფრო ხშირად აღწევენ. თითქმის მეინ ივენთად გადაქცეული ასეთი სახის ტურნირები, სულ უფრო მეტ მოთამაშეს იზიდავს და ისინი ტურნირის საფასურზე პრეტენზიას არც კი გამოთქვამენ. როგორც EPT-ის  სერიების ორგანიზატორები აცხადებენ, შემდეგი წლისთვის, PCA-ის მეინ ივენთის ბაი-ინი €10.000 ევროდან €5.000-მდე შემცირდება. ეს ყველაფერი კი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. 

PCA-ის ფასის ასეთი ვარდნა შეიძლება იმით აიხსნას, რომ EPT-ის ტურნირების ეს სერია ერთადერთია, რომელიც ამერიკაში იმართება. ამერიკელ მოთამაშეებს კი ონლაინ თამაშისა და შედარებით დაბალფასიანი საკვალიფიკაციო ტურნირების თამაშის საშუალება არ ეძლევათ. ისინი, ყოველგვარი ფრიროლებისა და სატელიტების გარეშე, იძულებულები არიან ცოცხალი ტურნირების რეალური ფასი გადაიხადონ. 

ევროპაში კი ყველაფერი საპირისპიროდაა, მხოლოდ ერთის გამოკლებით - ონლაინ ფრიროლების, სატელიტებისა და სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტურნირების თამაშის ნაცვლად, მოთამაშეები პირდაპირ ლაივ ტურნირების ბაი-ინის გადახდას ამჯობინებენ. ჩნდება კითხვა:  €5.300 ევროს ნაცვლად, ხომ არ უნდა გაიზარდოს მეინ ივენთების ღირებულება €10.000, ან სულაც €20.000 ევრომდე? 

€10.000 ევროიანი ჰაი როლერ ტურნირებზე იმდენად დიდი მოთხოვნაა და იმდენი მოთამაშე რეგისტრირდება, რომ ფინალურ მაგიდაზე ცნობილი სახელებიც კი აღარ ისმის. ის, რასაც ადრე 'ჰაი როლერ' ტურნირს ეძახდნენ, ახლა 'სუპერ ჰაი როლერ' ტურნირად გადაიქცა და მისი ბაი-ინი რამდენიმე ასეულათას დოლარს შეადგენს. 

რამდენიმე კვირის წინ, დენიელ ნეგრანუსთან ჩაწერილ ინტერვიუში, კანადელმა მოთამაშემ ერთ გარემოებას გაუსვა ხაზი: $50.000 დოლარიან და $100.000 დოლარიან ტურნირებში, რეალურად, არანაირი განსხვავება არ არის. რადგან თუ მოთამაშე თავს უფლებას აძლევს გადაიხადოს $50.000, ის თავისუფლად შეძლებს გაორმაგებული, ან გასამმაგებული თანხის გადახდას. სავარაუდოდ, იგივე სიტუაცია გვხვდება ახლანდელ $10.000-$20.000 ჰაი როლერ ტურნირებზეც. პოკერის ეკონომიკა დღითიდღე იზრდება და მოთამაშეებიც, შესაბამისად, უფრო დიდი თანხის გადახდას ახერხებენ. 

ლაივ პოკერის ტურნირები, დღესდღეისობით, იმ საქმეს აკეთებენ, რასაც რამდენიმე წლის წინ ამერიკაში პოკერ-რუმები ეწეოდნენ - ისინი სულ უფრო მეტ მოთამაშეს იზიდავენ. ამჟამად არსებობს ტურნირები $1000 დოლარის ფარგლებში, მეინ ივენთები, ჰაი როლერ და სუპერ ჰაი როლერ ტურნირები, რაც ნებისმიერი კატეგორიის მოთამაშეს აძლევს საშუალებას საკუთარი თამაში მოძებნოს, ცოცხალ ლეგენდებთან ერთად ითამაშოს და თავისი სახელი პოკერის ისტორიაში შეიტანოს. 

რუმები

ქართული უცხოური