როგორ დავამარცხოთ ტილტი მიკრო ლიმიტებზე?

+ პოსტის დამატება

როგორც ყველამ ვიცით, ონლაი პოკერ-რუმების მიკო ლიმიტები ნამდვილი საგიჟეთია. აქ იმდენი არაადეკვატური, უაზრო აზარტს აყოლილი და უბრალოდ ცუდი მოთამაშეა, რომ ჩვენ თითქმის არასდროს ვიცით, რას მოიმოქმედებს მოწინააღმდეგე რომელიმე უმარტივეს, სტანდარტულ სიტუაშიაცი კი. სწორედ ესაა მიკრო ლიმიტების მაღალი ვინ-რეიტის მიზეზი, მაგრამ ზუსტად იგივე მიზეზით, ძალიან ბევრი მოთამაშე თავს არიდებს დაბალ ფსონებზე თამაშს, როცა ეს აუცილებელი ხდება. აუცილებლობა უამრავი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: გადაღლილობა, წამგებიანი სტრიკი, როცა ერთადერთი გამოსავალი ლიმიტის დაწევაა, მაღალ ლიმიტებზე მაგიდების სიმცირე და ა.შ.

ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელსაც დაბალ ლიმიტებზე შეხვდებით, ესაა არანორმალური რაოდენობის ბედ ბითი, რასაც ასეთი სიხშირით ვერ ნახავთ დიდ თამაშებზე. მიზეზი მარტივია - ისინი უბრალოდ არ აკეთებენ ფოლდს! როცა თქვენ AA გყავთ და 2-3 მოთამაშე გამუდმებით მოგყვებათ რივერამდე, ცხადია, გაცილებით მეტი რაოდენობის დარიგებას წააგებთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ თუ მოგებულ თანხას ბლაინდებში ვიანგარიშებთ, გაცილებით მეტ ბლაინდს მოიგებთ, ვიდრე მაღალ ლიმიტებზე. 

დამწყები და არამხოლოდ დამწყები მოთამაშეებისთვის, მიკრო ლიმიტები, შეიძლება გაცილებით რთული სათამაშო აღმოჩნდეს სწორედ ასეთი 'საგიჟეთის' გამო. განსაკუთრებით მაშინ, როცა სერიოზულ დაუნსვინგზე ვართ, რომელიც დღეები და შეიძლება რამდენიმე კვირაც გრძელდება. მიკრო ლიმიტებზე კი იღბალი გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე დიდ თამაშებზე. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი სიმშვიდეა, რადგან ადეკვატური მოთამაშისთვის უბრალოდ გარდაუვალია მიკრო ლიმიტებზე გამარჯვება და წარმატება. 

ამ პოსტში, ვეცდები, ჩამოვთვალო 5 გზა, რომელიც გამოგადგებათ დაბალ ლიმიტებზე მენტალური წონასწორობის შენარჩუნებაში.

1. გააკეთეთ პატარა შესვენებები

როცა მიკროებზე ვთამაშობ და როცა მაგიდებზე ყველასთვის ნაცნობი 'საოცრება' ხდება, უბრალოდ სით აუთს ვაკეთებ და 5 წუთით სრულიად სხვა საქმეზე ვერთვები. ამ დროს გასეირნებაც კარგი გამოსავალია. ხშირად, პოკერის თამაშისას, სრულიად სხვა თემებზე შეიძლება ვფიქრობდეთ და საკმაოდ კარგადაც. ზუსტად იგივეს გაკეთება შეიძლება პოკერის გარეთაც - 5 წუთით გადაერთეთ სხვა სფეროზე, სხვა ადამიანებთან, სხვა გარემოში და უკეთ და მარტივად გაიაზრეთ რა ხდება მაგიდებზე: თქვენ კარგი მოთამაშე ხართ, თქვენ სწორ პოკერს თამაშობთ, უბრალოდ წარუმატებელი სესიაა, რომელსაც მცირე პერიოდით იღბალი აკონტროლებს და თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ერთადერთი სწორი საქციელი თქვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებაა. 

2. მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება

ერთ-ერთი დიდი მიზეზი, რატომაც ვარდებიან ტილტში, ესაა შეცდომები. შეცდომები პოკერის განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა 10-დან 8 მოთამაშე აბსოლუტურად არაადეკვატურია. თუ 10-დან 9 შემთხვევაში KQJ ფლოპზე მოწინააღმდეგე 22-ით გიტევთ, რატომ უნდა იფიქროთ, რომ თქვენი AK-ით ქოლი შეცდომაა, როცა მას QQ აღმოაჩნდება? თქვენ უმეტეს შემთხვევებზე თამაშობთ და ნამდვილად არ არსებობს იმის საჭიროება, რომ რომელიმე კონკრეტული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ჭადრაკისებური სტრატეგია შეიმუშაოთ. მოწინააღმდეგე არაადეკვატი, ცუდი მოთამაშეა. არაუშავს, თუ 10 შემთხვევიდან 1-ს სეტთან წააგებთ. ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ოპონენტების იდეალურ წაკითხვას!

თუ მაინც, რომელიმე წაგებული ხელის გამო, განსაკუთრებულ ტილტში ჩავარდით და სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, მიყევით პირველ რჩევას და აიღეთ 5-10 წუთიანი შესვენება. 

3. გამუდმებით გახსოვდეთ გრძელი დისტანციის შესახებ

თუ სტაჟიანი, მომგებიანი მოთამაშე ხართ, მუდამ შეახსენეთ საკუთარ თავს ამ ფაქტის შესახებ. გაიხსენეთ, რომ გრძელ დისტანციაზე თქვენ იგებთ და ერთდღიანი წარუმატებლობა ის აუცილებელი ილუზიაა, რომელიც პოკერს თან ახლავს და ამ უსიამოვნო განცდას ნებისმიერი მოთამაშე გრძნობს. გააკეთეთ ცხრილი, უბრალო სტატისტიკა საკუთარი მოგებების. მიკრო ლიმიტებზე წარუმატებლობის დროს შეხედეთ საკუთარ სტატისტიკას და გაიაზრეთ, რომ ლონგ-რანი თქვენია, შორთ-რანი კი მხოლოდ ისაა, რაც ამ მომენტში ხდება და რაც უკვე მრავალჯერ გადაგილახავთ. მთავარია, თქვენ იცით როგორ ითამაშოთ მომგებიანი პოკერი! 

თუ თქვენ ჯერ არ დაგიგროვებიათ გამოცდილება და არ თვლით თავს წარმატებულ მოთამაშედ, მაშინ შექმენით ასეთი მოთამაშე საკუთარი თავისგან! წაიკითხეთ სტატიები და წიგნები პოკერის შესახებ, განიხილეთ საკუთარი თამაში სხვა წარმატებულ მოთამაშეებთან, აუცილებლად მოძებნეთ და აღიარეთ საკუთარი შეცდომები. ეს დაგეხმარებათ მათ მომენტალურ აღმოფხვრასა და თამაშის სრულიად სხვა რაკურსიდან დანახვაში. გამოიყენეთ მილიარდობით სტატია, ვიდეო გაკვეთილი, 'ტვიჩის' სტრიმინგი და ზოგადად ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში უხვად მოიპოვება. 

მთლიანობაში, არ აქვს მნიშვნელობა სტაჟიანი მოთამაშე ხართ, თუ დამწყები - მთავარია იცოდეთ, რომ რაც 10.000-ზე ნაკლებ დარიგებაში ხდება, არ შეიძლება ჩაითვალოს დისტანციად. მით უმეტეს ერთი ცუდი სესია ნამდვილად ვერ განსაზღვრავს თქვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას. 

4. შეცვალეთ საკუთარი ფიქრები

ტილტის შეგრძნების გაღვივებაში დიდ როლს თამაშობს ის ნეგატიური ფიქრები, რომელსაც პატარა წარუმატებლობა იწვევს. ასეთი ფიქრები საშიშია, რადგან ისინი შეიძლება ცრურწმენაში, არაადეკვატურ მოქმედებებში გადაიზარდოს, შემდეგ ჩამოყალიბდეს ე.წ. "მსხვერპლის ფსიქოლოგია", რაც წარმოუდგენლად ანადგურებს თვითშეფასებას, რეალობის აღქმას, დადებითის მოლოდინს და ა.შ. ასეთ დროს შეუძლებელი ხდება სწორი რისკების აღება, რაც პოკერისთვის აუცილებელი ასპექტია. თუ თქვენ შეშინებული ელოდებით ერთდროულად ფლეშ დროს და ოპონენტის რეიზს, მაშინ თქვენ არასწორ პოკერს თამაშობთ, რაც სწორედ "მსხვერპლის ფსიქოლოგიით" არის გამოწვეული. 

თქვენ შეიძლება დაიწყოთ ისეთი წინადადების გამეორება გონებაში, როგორიცაა: ისინი ყოველთვის ამთავრებენ ფლეშს ჩემ წინააღმდეგ... მათ ყოველთვის ყავთ AA, როცა მე KK მიჭირავს... ისინი ყოველთვის ღებულობენ რივერზე იღბლიან კარტს... 

თუ თქვენ ამ წინადადებებს იმეორებთ, თქვენ უბრალოდ არასწორი ხართ - მათემატიკურად, თქვენი მაღალი წყვილი ყოველთვის წინ იქნება, ვიდრე მოწინააღმდეგის ფლეშ დრო, მართალია KK AA-ს წინააღმდეგ ყველას გვყოლია, მაგრამ ასეთი დარიგება მაინც ძალიან იშვიათია, და თუ რივერზე ამოსულ კარტს იღბლიანს ეძახით, ამის მიზეზი ნამდვილად გაქვთ - ეს კარტი ნამდვილად იღბლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის %99.99 პროცენტით არ განმეორდება. 

იმისთვის, რომ ტილტი შეამციროთ და საკუთარი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, მარტივად - ამოიღეთ ასეთი ფრაზები თქვენი გონებიდან. ასეთი წინადადებები, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს და ნუ დააჯერებთ საკუთარ თავს იმას, რაც არ არსებობს.

5. მარტივად შეხედეთ თამაშს

გასაგებია, რომ პოკერი თქვენი საქმიანობა, ან მომავალი საქმიანობაა. მაგრამ გაიხსენეთ რატომ დაიწყეთ თამაში? იმიტომ, რომ თქვენ გსიამოვნებდათ, ერთობოდით, უცნაურ სპორტად მიგაჩნდათ და სიმართლე ითქვას, კარგადაც გამოგდიოდათ. თუ საქმეს ისე მიუდგებით, როგორც გასართობს და სიამოვნებას მიიღებთ მისგან, თუნდაც მისი ყველაზე ცუდი ნაწილისგან - წამგებიანი სესიებისგან, თქვენ აუცილებლად გამოგისწორდებათ მდგომარეობა. მოგება უმთავრესი მიზანია, მაგრამ არ არსებობს საქმიანობა, რომელიც შემოსავალს მოგცემთ, თუ ის არ გიყვართ. შეიყვარეთ პროცესი და შეხედეთ მას ისე, როგორც ეძახით: თამაში!

ერთადერთი რამ, რაც თქვენზეა დამოკიდებული, საკუთარი გადაწყვეტილებებია, არა იღბალი. თქვენ ვერ შეცვლით იღბალს, მაგრამ შეცვლით საკუთარ განწყობას, აღქმას, მოქმედებებს და შედეგს.  

რუმები

ქართული უცხოური