მეტ სმიტი - გზა პროფესიონალური ონლაინ პოკერიდან Daily Fantasy Sport-ის მილიონებამდე
2015 წლის ზაფხული, მეტ სმიტისთვის, სამკაოდ წარმატებული გამოდგა - ორი ფინალური მაგიდა WSOP-ზე და საკმაოდ ხანგრძლივი თამაში მეინ ივენთზე, რამაც მთლიანობაში $110.000 დოლარის მოგება მოუტანა. დროის დახარჯვა არ ღირს იმაზე, თუ რამხელა წარმატება აქვს ონლაინ პოკერის სპეციალისტს თავის სფეროში. ამაზე მისი $500.000 ლაივ ტურნირების მოგება და $1.15 მილიონ დოლარამდე ონლაინ პოკერით მიღებული შემოსავალიც მეტყველებს.
რაც უფრო ყურადღებამისაქცევია, არის ის, რომ მეტ სმიტი, რომელიც ინტერნეტში SamENole-ით არის ცნობილი, შეიძლება გაცილებით უკეთესი Daily Fantasy Sport-ის მოთამაშე იყოს, ვიდრე პოკერის. გასულ წელს, ნებისმიერი ონლაინ გაზეთის მთავარ ჰედლაინში მისი სახელის ამოკითხვა შეგეძლოთ. საქმე იმაშია, რომ მან DraftKings-ის Millionaire Maker-ის შეჯიბრი მოიგო, რომელზეც 92.400 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. შედეგად - ერთ დღეში გამომუშავებული $1 მილიონი დოლარი. მას შემდეგ, მისი სახელი უმეტესად DFS-თან (Daily Fantasy Sports) ასოცირდება. წარმოდგენა რომ შეგექმნათ მეტ სმიტზე, საკმარისია მის გრაფიკს გადახედოთ: რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც 'ვიაიპი' ტურიდან დაბრუნდა, სადაც 20 საუკეთესო მოთამაშესთან ერთად $12.500 ბაი-ინიან ტურნირს თამაშობდა, ის NFL-ის გახსნას დაესწრო და შემდეგ საკუთარი თვითმფრინავით მაიამიში გაემგზავრა, Fontainebleu Hotel-ში გამართულ წვეულებაზე დასასწრებად.
ჩვენ გთავაზობთ მეტ სმიტის ინტერვიუს, რომელიც ონლაინ გამოცემა CardPlayer-ში გამოქვეყნდა.
თქვენ ერთ-ერთი წარმატებული პროფესიონალი იყავით, რომელიც ონლაინ პოკერით დიდ ფულს აკეთებდა. რამ გიბიძგათ DFS-ის თამაშისკენ?
მე უკვე წლების განმავლობაში ვთამაშობდი Fantasy Sport-ს, რომელიც სეზონურ თამაშს მოიცავდა. შემდეგ ჩემმა მეგობარმა FanDuel-ის შესახებ მითხრა. რამდენიმე ასეული დოლარის ინვესტიცია გავაკეთე, მაგრამ არაფერი მომიგია. დროთაგანმავლობაში სხვადასხვა საიტებზე თამაში ვცადე, როგორიცაა DraftDay და DraftKing.
მაშინვე მიხვდით, რომ აქ დიდი ფულის შოვნა იყო შესაძლებელი?
თავდაპირველად, ეს მხოლოდ ჰობი იყო. Black Friday-ის მოვლენებისა და ამერიკაში პოკერის აკრძალვის შემდეგ, არ ვიცოდი რა მეკეთებინა. HardRock კაზინოში $2/$5 და $5/$10 ლიმიტზე ვთამაშობდი, მაგრამ ის არ იყო, რაც მინდოდა. პარალელურად DFS-ში გარკვევას ვცდილობდი. თანდათან უფრო მეტის მოგება დავიწყე და გავიაზრე, რომ ეს იყო ჩემი ძირითადი საქმიანობა.
DFS-ის სატელევიზიო რეკლამები თითქმის ყოველი სპორტული გადაცემის პარალელურად გადის. ეს ყველაფერი ისე ჩანს, როგორც ე.წ. 'მანიმეიკიერს ეფექტი', რომელმაც პოკერის ბუმი გამოიწვია...
'მანიმეიკერის ეფექტსა' და DFS-ს შორის ბევრი მსგავსების აღმოჩენაა შესაძლებელი. ამ სფეროში ჩახედულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ აქ დიდი ფულის მოგებაა შესაძლებელი და ეს ზუსტად იმ პერიოდს მაგონებს, როცა პოკერის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ამჟამად, DFS-ში იგივე სიტუაციაა, რაც რამდენიმე წლის წინ პოკერის სამყაროში ხდებოდა.
ძალიან ბევრი პოკერის პროფესიონალი მოთამაშე გადაერთო DFS-ზე. რა განაპირობებს მათ ასეთ წარმატებას ასეთი სახის თამაშში?
საკმაოდ რთულია ამის ფენომენის ახსნა, მაგრამ არსებობს გარკვეული მიზეზები, რის გამოც ისინი DFS-ის წარმატებული მოთამაშეები ხდებიან. ბანკროლ მენეჯმენტი ამ თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. აქ ყველაფერი გასაგებია - პოკერის მოთამაშეს ეს უპირატესობა ექნება. უბრალოდ მოსალოდნელი ციფრების ამოცნობაც კი, პოკერის მოთამაშეებს უკეთ შეუძლიათ. მათ ინტუიცია ძალიან აქვთ განვითარებული. ანგარიშების წინასწარ განსაზღვრა კი ამ თამაშში უმთავრესი რამაა.
ამჟამად, უფრო მეტად DFS-ზე ხართ გადართული?
ამ მომენტისთვის, ჩემი დროის 80%-ს Daily Fantasy Sport-ს ვუთმობ, დანარჩენს კი პოკერისთვის ვიტოვებ. სიმართლე რომ ვთქვა, უკანასკნელად, აქტიურად წლევანდელ ზაფხულს, WSOP-ზე ვითამაშე. შეიძლება ადგილობრივ კაზინოშიც ჩავიდე სათამაშოდ, მაგრამ ონლაინ თამაშს თითქმის ვერ ვასწრებ.
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება DFS-ზე $1 მილიონი დოლარის მოგების შემდეგ?
ეს Black Friday-ის შემდეგ მოხდა. ფინანსურად ამ დრომდეც საკმაოდ კარგად ვიყავი, მაგრამ წინ ნამდვილად არ მივიწევდი. ერთ დღეში ამხელა თანხის მოგებამ უამრავი სტრესი და დაძაბულობა ამაცილა. ამის შემდეგ არასდროს მიდარდია დაუნსვინგებზე და იღბალთან დაკავშირებულ პრობლემებზე.