'პოკერსტარსი' ახალ რეკორდს ამყარებს

ორშაბათს, 'პოკერსტარსზე' გამართულ ტურნირზე მსოფლიო რეკორდი დამყარდა: ონლაინ ტურნირმა, რომლის ბაი-ინი $0.01 დოლარს შეადგენდა, 253.698 მოთამაშე მიიზიდა. სიმართლე ითქვას, 'პოკერსტარსმა' საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 2013 წელს, პოკერ-რუმის მემილიარდე დარიგების აღსანიშნავად ჩატარებულ ტურნირს, ამ დრომდე უპრეცედენტო რაოდენობის დასწრება ჰქონდა - 225.000 მოთამაშე ერთ ონლაინ ტურნირზე. გაუმჯობესებული მაჩვენებელი, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, აშკარა დასტურია იმისა, რომ ონლაინ პოკერის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. 

როგორც უკვე ვთქვით, ტურნირის ბაი-ინი სულ რაღაც $0.01 დოლარს შეადგენდა. ეს იყო ტურნირების სერიის Common Cents-ის პირველი ივენთი, რომელიც მიკრო ლიმიტების მოყვარულებისა და დამწყები მოთამაშეებისთვის ტარდება. ივენთი ავსტრიელმა DaDumon-მა მოიგო, რომელსაც სარეკორდო ტურნირის მოგების ბედნიერების გარდა, პირველი ადგილისთვის დაწესებული $10.000 დოლარი ხვდა წილად. მიუხედავად მოთამაშეთა მხრიდან აქამდე არნახული აქტიურობისა, ტურნირი მოსალოდნელზე მალე - სულ რაღაც ევსსაათნახევარში დასრულდა. სურათზე ნაჩვენებია ფინალური დარიგება. 

მსოფლიო რეკორდები, 'პოკერსტარსისთვის', უცხო არ არის. უდიდეს პოკერ-რუმს აქამდეც ბევრი აჟიოტაჟი გამოუწვევია. მაგალითად: 2009 წელს, ტურნირს, რომლის ბაი-ინი $1, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი $300.000 დოლარს შეადგენდა,  65.000 ენტრანტი ჰყავდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი ციფრი იყო. იმავე წელს, საიტმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: 'პოკერსტარსის' მაგიდებზე, ერთდროულად, 307.000 მომხმარებელი თამაშობდა. 2012 წელს, პოკერ-რუმის ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ რენდი ლიუმ, იგივე 'ნანონოკომ', 8 საათიანი სესიის განმავლობაში 23.493 დარიგება ითამაშა, რაც საათში 2.936, ხოლო წუთში 49 დარიგებაა. ციფრები მართლაც შთამბეჭდავია!

Common Cents-ის პირველი ივენთის გამარჯვებულისთვის, უკანასკნელმა მოგებამ, მისი საერთო შემოსავალი $700.000 დოლარამდე გაზარდა. DaDumon-ის ყველაზე დიდი მოგება SundayMillion-ის მეოთხე ადგილისთვის მიღებული $76.000 დოლარია. ავსტრიის მასშტაბით, ის, 31-ე პოზიციაზეა, ხოლო მსოფლიოში - 2.319-ზე. 

რუმები

ქართული უცხოური