ფილ ჰელმუტი ბერლინში მე-15 სამაჯურისთვის იბრძოლებს
WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელი, ლეგენდარული ფილ ჰელმუტი ბერლინშია! მან ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და როგორც სჩვევია პირველ ივენთზე დაგვიანებით გამოცხადდა. ის €2.200 ევროიანი 6-მაქს ივენთის მე-8 ლეველზე შეუერთდა მოთამაშეებს და საკმაოდ წარმატებულადაც - როცა მაგიდებთან 196 მოთამაშიდან მხოლოდ 100 იყო დარჩენილი, WSOP-ის რეკორდსმენი უკვე სამმაგ სტეკს ფლობდა. 11-ე ლეველისთვის კი "ვულკანმა გაიღვიძა".
"იმედგაცრუებული და, ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ, - თქვა ჰელმუტმა PokerNews-თვის მიცემულ ინტერვიუში, - ბლაინდები 500/1000 იყო, როცა ერთ-ერთმა მოთამაშემ 3.500-იანი ბეთი გააკეთა. სტეკები, ბლაინდებთან შედარებით, საკმაოდ შემცირდა და ყველა საკმაოდ თაით თამაშს მიმართავდა. ჩემი ოპონენტი ასაკში შესული მოთამაშე იყო და ყველაფრის გათვალისწინებით, ვიფიქრე, რომ მისი ასეთი საქციელი საკმაოდ ძლიერი ხელის მაჩვენებელი იყო. მე ბიგ ბლაინდზე ვიყავი. საკუთარ კარტს დავხედე - AK მყავს. გადავწყვიტე, რომ შესაბამისი ხელი მყავს და რატომაც არა? მთელ სტეკზე ვითამაშებ! ჩიპები მაგიდაზე შევიტანე და მანაც ქოლი გააკეთა. მან დარჩენილი 15.500 ჩიპით ქოლი გააკეთა და KJ გადმოაბრუნა. გაკვირვებულმა შევხედე. რა?! მან ქოლი გააკეთა?! დილერის დადებული კარტიდან პირველად A დავინახე და შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ მას QT მოჰყვა. ვერც კი მივხვდი, რა მოხდა? ჩემმა ოპონენტმა მაშინვე ბოდიში მომიხადა, მაგრამ ეს არაფერს შეცვლიდა. საკმაოდ ანერვიულებული ვარ. ეს დარიგება რომ მომეგო, შემდეგი დღის თამაშზეც ადვილად დავრჩებოდი და შემდეგ ვინ იცის რა მოხდებოდა..."
ტურნირის გაგრძელების ნაცვლად, ჰელმუტმა, დარჩენილ სტეკსაც მალევე მოუღო ბოლო და ახლა იგივე ტურნირზე ხელმეორე რეგისტრაციას გეგმავს. სიმართლე ითქვას, WSOPE-ის პატარა ლაინაფების გათვალისწინებით, ჰელმუტს საუკეთესო შანსები აქვს კიდევ ერთი სამაჯურის მოსაგებად.
"ვერც კი ვიხსენებ ჩემ მიერ მოგებულ WSOP-ის ივენთს, სადაც 100-ზე ნაკლები მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. უმეტესად, მე ჰოლდემ ივენთებს ვთამაშობ, რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. შესაბამისად ლაინაფიც საკმაოდ დიდია."
2012 წელს, WSOPE-ის მეინ ივენთის შემდეგ, ჰელმუტი, წლის საუკეთესო მოთამაშეთა რბოლაში პირველ ადგილზე იყო. მას მხოლოდ გრეგ მერსონმა გაუსწრო, რომელმაც ერთი თვის შემდეგ WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო. ჰელმუტის სხვა რეკორდების გარდა, მისი კარიერა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ წლის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში, ის, სამჯერ გავიდა მეორე ადგილზე. ამჯერად, წლის საუკეთესო მოთამაშეთა რბოლაში, ჰელმუტი მე-9 პოზიციას იკავებს. "პირველ ადგილზე გასვლა საკმაოდ რთული იქნება, - თქვა მან, - შეიძლება ორი ივენთის მოგებაც დამჭირდეს, მაგრამ ეს სრულიად შესაძლებელია."