რიჩარდ გრიკო WSOPE-ის მე-3 ივენთს - PL ომაჰას იგებს
13 ოქტომბერს, სამშაბათს, ინგლისელმა ომაჰას სპეციალისტმა რიჩარდ გრიკომ პირველი ოქროს სამაჯური მოიგო. მისი საუკეთესო თამაშიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა, რომ გამარჯვება მან WSOPE-ის მესამე ივენთზე - €2.650 ევროიან 8-მაქს პოტ ლიმიტ ომაჰაში მოიპოვა.
გრიკოს, წარსულში, საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ომაჰას მიმართულებით - 2014 წლის WSOP-ზე, მან, საკმაოდ მაღალი პოზიციები დაიკავა ომაჰას ორ ივენთზე. ხოლო 2009 წლის ევროპულ WSOP-ის პოტ ლიმიტ ჰოლდემ/ომაჰას ივენთზე მეხუთე ადგილი აიღო. გუშინდელი ტურნირის მოგებისთვის, მას, ოქროს სამაჯურთან ერთად, €126.345 ევრო ერგო. ბრიტანელს ისეთ რთულ ფინალურ მაგიდაზე მოუწია თამაში, სადაც WSOP-ის სხვადასხვა ივენთების გამარჯვებულები - მაიკ ლია და მაქს პესკატორი, WPT-ისა და EPT-ის ტიტულის მფლობელი - რობერტო რომანელო და WSOP-ის 10 ფინალური მაგიდის მონაწილე - გერმანელი ისმაელ ბოიანგი თამაშობდნენ.
პირველი ხელი, რომელითაც რიჩარდ გრიკოს მოგზაურობა დაიწყო ფინალური ჰედს-აპისკენ, სწორედ ისმაელ ბოიანგის დამარცხებით დასრულდა. არც მაქს პესკატორის გამოუვიდა ერთი წლის განმავლობაში 3 სამაჯურის მოგება - ის მიკელ პლუმთან დამარცხდა. შემდეგი ბენჯამინ პოლაკი იყო, რომელიც QQ22-ით მაიკ ლიას ტრიპსს დაუპირისპირდა. მან მეექვსე პოზიციაზე, €22.535 ევროთი მდიდარმა დატოვა მაგიდა. რიჩარდ გრიკოს ხანგრძლივი ჩიპ ლიდი ჰქონდა, თუმცა მას ისევ მაიკ ლიამ გაასწრო, ლოურენს ლაზარის სტეკის მისაკუთრებით. მაიკ ლიას აპსვვინგი ამით არ დამთავრებულა - მან, ჯერ რობერტო რომანელო, ხოლო შემდეგ მიკელ პლუმი გამოთიშა ტურნირიდან.
ფინალური ჰედს-აპი მაიკ ლიას სტეკის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დარიგება საკმარისი გახდა გრიკოსთვის ჩიპ ლიდის მოსაპოვებლად. მან, ჯერ ლიას ორ წყვილს აჯობა საკუთარით, ხოლო შემდეგ ისევ ორ წყვილს დაუპირისპირდა, ამჯერად - რივერზე მიღებული სტრეიტით.
"ის ლაივ ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, - თქვა გრიკომ მაიკ ლიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად, - მაგრამ ჩემმა ონლაინ გამოცდილებამ, ვფიქრობ, გარდამტეხი წვლილი შეიტანა ჩვენ დაპირისპირებაში. ტურნირის სტრუქტურა იმდენად კარგი იყო, რომ ჰედს-აპზე 80 ბიგ ბლაინდით მიწევდა თამაში. დიფ სტეკი კი, ჩემთვის, განსაკუთრებული უპირატესობაა. ამაზე უკეთეს სიტუაციაზე ვერც კი ვიოცნებებდი."
არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მაიკ ლიამ ფინალური ორთაბრძოლა ადვილად დათმო. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად იღბლის ფაქტორმაც ითამაშა დიდი როლი - მას ერთი გადამწყვეტი დარიგებაც კი არ ჰქონდა, რომლითაც სტეკების გათანაბრებას, ან უპირატესობის მოპოვებას შეძლებდა. საბოლოოდ, მეორე ადგილისთვის მას €78.150 ევრო შეხვდა.