გასული კვირის მიმოხილვა

თუ ციფრებს მივაქცევთ ყურადღებას, გასული კვირის ყველაზე მომგებიანი მოთამაშე, WOOCP-ის ჩემპიონი, ფედორ CrownUpGuy ჰოლცი იყო, რომელმაც 957 დარიგებაში $132.546 დოლარის მოგება შეძლო, მაგრამ რეალურად, კვირის საუკეთესო ონლაინ მოთამაშე ელიორ საიონი იყო. ერთადერთი პრობლემა, რაც მის შემთხვევაში გვხვდება, არის ის, რომ მან უარი თქვა საკუთარი ონლაინ თამაშების შედეგების აღრიცხვაზე, თუმცა მისი რამდენიმე დიდი დარიგების მოგება, ყოველგვარი ტრეკინგ-საიტების დახმარების გარეშეც, ადვილად შესამჩნევი იყო. 

კვირის მნიშვნელოვან მოთამაშეებში ასევე მოხვდნენ: ბენ Sauce123 სალსკი, რომელმაც ერთი კვირისწინანდელ $223.627 დოლარიან მოგებას, $107.576 დაუმატა; პატრიკ FakeLove888 ანტონიუსი - $89.998 დოლარით 112 დარიგებაში და ფილ MrSweets28 გალფონდი - $55.385 დოლარით 1.255 დარიგებაში. 

ფილ აივის წარუმატებელი წელი ამ კვირაშიც გაგრძელდა - 6.117 დარიგებაში, მან, $421.806 დოლარი დაკარგა. მას არ ჩამორჩენია ვიქტორ Isildur1 ბლომი, 10 სესიაში $282.040 დოლარის მინუსით.

შაბათს, 14 ნოემბერს, ელიორ საიონმა $143.000 დოლარის მოგება შეძლო, რომლის უდიდესი ნაწილი ფილ აივის წინააღმდეგ ნათამაშებ $1.000/$2.000 FL ომაჰას სესიაზე დააგროვა. როგორც HighStakesDB იუწყება, საიონმა, $100.000 დოლარი, სულ რაღაც 86 დარიგებაში მოიგო. დღის განმავლობაში, მას, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ალექსანდრ კოსტრიცინი - $121.300 დოლარით. 

17 ნოემბერს, დილის საათებში, პოტ-ლიმიტ ომაჰას $200/$400 მაგიდებზე, ერთმანეთს ფილ აივი და ბენ ტოლერენი დაუპირისპირდნენ. სესია ერთი საათიც არ გაგრძელებულა - 89 დარიგების შემდეგ, ტოლერენმა, PLO მაგიდა $175.100 დოლარით მდიდარმა დატოვა. სესიის ყველაზე დიდი დარიგება ასე გამოიყურებოდა: $119.362 სტეკით მყოფმა ტოლერენმა ჯერ $1.360-მდე გაზარდა, ხოლო შემდეგ აივის $4.240 დოლარიან ტრი-ბეტს ქოლით უპასუხა. 673 ფლოპის შემდეგ, ტოლერენის $4.319-იან ბეთი, აივიმ, ჩექ-ქოლით მიიღო. ზუსტად იგივე დინამიკით გაგრძელდა თამაში, როცა თერნზე 6 დაიდო. რივერი 2 იყო, რომელიც ომაჰას შემთხვევაში, მსგავს ფლოპზე საკმაოდ საშიშ კარტად უნდა ჩაითვალოს. ტოლერენმა ოლ ინი გააკეთა, რომელიც აივის $23.203 დოლარიან სტეკს ბევრად აღემატებოდა. AA2T-ით აივიმ, მოწინააღმდეგის ოლ ინი ქოლით მიიღო, მაგრამ მისი ორი წყვილი ძალიან უკან აღმოჩნდა - ტოლერენმა 76KJ აჩვენა და $81.120 დოლარიანი ბანკი ფულჰაუსით წაიღო. 

წარუმატებელი კვირა აღმოჩნდა ილარი IlariFIN სამაჰისისა და ტიმოფეი კუზნეცოვისთვის, რომლებსაც ელიორ საიონმა, $1.000/$2.000 FL ომაჰას საათნახევრიან სესიაზე, $147.400 დოლარი მოუგო. 

წლის ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ, $3.512.484 დოლარიანი პლუსით, კვლავ ვიქტორ ბლომი ითვლება; ფილ აივი კი, $2.381.013 დოლარიანი მინუსით, წლის წამგებიან მოთამაშეთა სათავეშია. 

რუმები

ქართული უცხოური