ონლაინ პოკერი ამერიკის კიდევ ერთ შტატში შედის

შეერთებულ შტატებში ონლაინ გემბლინგის ლეგალიზებასთან დაკავშირებით, პენსილვანიის შტატის სათამაშო ბიზნესის ზედამხედველობის სამსახურმა კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი გადადგა. მიღებული კანონპროექტის თანახმად, შტატში არსებულ 12 კაზინოს, აზარტულ ონლაინ ოპერატორებთან თანამშრომლობის საშუალება მიეცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პენსილვანიის შტატის მაცხოვრებლებს, ონლაინ პოკერთან და სხვა აზარტულ თამაშებთან წვდომა ექნებათ. კანონპროექტი, განსახილველ კომიტეტში, სათამაშო ბიზნესის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ჯონ პეინმა შეიტანა.

პეინის მოსაზრებით, ონლაინ პოკერის ლეგალიზება, პენსილვანიის შტატის შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს, რაც მთავრობას, გადასახადების გაზრდის თავიდან აცილების საშუალებას მისცემს. მართლაც, კანონპროექტის განსახილველად გადახდილი $5 მილიონი დოლარი, უკვე აისახა შტატის ბიუჯეტში. სანამ კანონპროექტი გუბერნატორ ტომ ვულფს წარედგინება და ძალაში შევა, მასზე თანხმობა, სენატმა უნდა გასცეს. რამდენადაც დემოკრატ გუბერნატორსა და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის, პენსილვანიის შტატის ბიუჯეტი, ხანგრძლივი დავის საგანს წარმოადგენს, სათამაშო ბიზნესის ლეგალიზება და ამ გზით შტატის შემოსავლებისთვის ახალი წყაროს უზრუნველყოფა, საკმაოდ კარგი პერსპექტივების მატარებელია. კანონპროექტი, შესაძლოა, აქტიურად იყოს განხილული პენსილვანიის შტატის 2016 წლის ბიუჯეტისთვის, რაც ონლაინ პოკერის გარდა, სათამაშო ოპერატორებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესების შემთხვევაში, სხვა აზარტული თამაშების დამატების საშუალებასაც იძლეოდეს. 

როგორც ჯონ პეინი ვარაუდობს, მხოლოდ პირველი წლისთვის, ონლაინ თამაშების ლეგალიზება, შტატისთვის $120 მილიონი დოლარის შემოსავალს მოიტანს. გარდა ამისა, მისი აზრით, თუ სახელმწიფო, შტატში არსებულ კაზინოებს, მსგავს დახმარებას არ გაუწევს, ისინი იმავე ბედს გაიზიარებენ, რაც ატლანტიკ სიტიში მდებარე რამდენიმე კაზინოს ერგო. 

პოკერის მოთამაშეთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ პაპასი, მოთამაშეებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობას, თავად მოსახლეობამ მიაწვდინოს ხმა და აიძულოს მათი ინტერესები კანონად აქციოს. "ჩვენ გვსურს, რომ ეს კანონპროექტი 2015 წლის ბოლომდე იქნას მიღებული, - ამბობს პაპასი, - ჩვენ მოვუწოდებთ პენსილვანიის მაცხოვრებლებსა და აქტიურ მოთამაშეებს, ჟურნალისტებსა და პოკერის ენთუზიასტებს, მედიის, ბლოგების, სოციალური ქსელებისა და ფორუმების საშუალებით მიაწვდინონ ხმა მთავრობას." 

 

რუმები

ქართული უცხოური