პოკერის მოთამაშეს, HUD-ის გამოყენებისთვის, პრობლემები შეექმნა

ნევადაში მცხოვრები მოთამაშე, შესაძლოა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. ამის მიზეზი კი, WSOP.COM-ზე თამაშისას, მის მიერ ე.წ. HUD-ის (Heads-Up Display) გამოყენება გახდა. როგორც ცნობილია, ნევადის შტატში, ყოველგვარი დამხმარე, ანალიტიკური პროგრამის გამოყენება, რომელიც მოთამაშეს პოკერის მაგიდებზე სტატისტიკის შექმნაში ეხმარება, აკრძალულია. 

ისტორია დაახლოებით ერთი თვის წინ იღებს სათავეს, როდესაც ნევადელმა მოთამაშემ, ონლაინ სახელით BTCBLADE, სრულიად შემთხვევით, საკუთარი თამაშის Twitch-ის საშუალებით ლაივ სტრიმინგის დროს, გამოააშკარავა, რომ WSOP.COM-ზე თამაშისას ის ანალიტიკურ პროგრამას იყენებდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, მოთამაშის სახელია ტომი ჩენი, რომელსაც საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. HandonMob-ის მიხედვით, მისი ლაივ ტურნირებზე მიღებული შემოსავალი $450.000 დოლარს აჭარბებს. ჩენის ყველაზე დიდი მოგება კი, 2012 წლით თარიღდება, როდესაც WSOP-ის $10.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ჰედს-აპ ტურნირზე, მეოთხე ადგილის დაკავებისთვის $130.606 დოლარი მიიღო. 

ტომი ჩენის ეს საქციელი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა რენდი დორფმენი, რომელმაც ლაივ სტრიმის ყურებისას, მოთამაშის მხრიდან HUD-ის გამოყენება დააფიქსირა. მან, აღნიშნული ფაქტის შესახებ, Twitter-ის საშუალებით, მაშინვე აცნობა WSOP.COM-ის ადმინისტრაციას და საიტის ონლაინ პოკერის განყოფილების უფროსს, ბილი რინის. რინიმ, შეცდომის აღმომჩენს დაუყოვნებლივ უპასუხა და სთხოვა, რომ თუ ის კვლავ აღმოაჩენდა ამ მოთამაშის მიერ HUD-ის გამოყენების ფაქტს, კვლავ ეცნობებინა საიტის ადმინისტრაციისთვის. ამ ყველაფერმა კი, მოთამაშეებში ეჭვი გააჩინა, რომ WSOP.COM-ის უსაფრთხოების სამსახურს, საიტის მომხმარებლის მიერ ანალიტიკური პროგრამით სარგებლობის ფაქტის გამოაშკარავებისა და რეალურ დროში აღმოჩენის საშუალება არ აქვს. 

როგორც რენდი დორფმენი 'ტვიტერზე' წერდა, თუ WSOP.COM-ის ადმინისტრაციას არ შეუძლია ანალიტიკური პროგრამების კონტროლი, მაშინ მათ, მოთამაშეებს HUD-ის გამოყენების უფლება უნდა გაუჩნდეთ. მოთამაშის მოთხოვნაზე, ბილი რინის პასუხი ასე ჟღერდა: "ნევადის შტატის სათამაშო საქმიანობის კონტროლის სამსახურის მიერ, ყოველგვარი HUD-ის გამოყენება აკრძალულია. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმა მოთამაშემ ითაღლითა, ჩვენ ამ კანონს ვერ დავარღვევთ!"

მიუხედავად იმისა, რომ ტომი ჩენს, HUD-ით სარგებლობის გამო მხოლოდ გაფრთხილება მისცეს, მოთამაშე საიტზე 22 ნოემბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. თუ ნევადის შტატის სათამაშო კომისია ამ ფაქტს სათანადო ყურადღებას მიაქცევს, შესაძლოა, რომ ჩენს 1-დან 6 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს, $10.000 დოლარიან ჯარიმასთან ერთად. 

რუმები

ქართული უცხოური