PCA-ის სერიებზე ბლექჯექის ტურნირი გაიმართება

როგორც მოგეხსენებათ, პოკერის უდიდესი ოპერატორი, 2016 წლის დასაწყისში PokerStars Caribbean Advanture-ის (PCA) ჩატარებას გეგმავს, რომელიც 6 იანვარს აიღებს სტარტს და 14 იანვრამდე გაგრძელდება. გასული წლის 35 ივენთის ნაცვლად, წლევანდელი პოკერის ფესტივალი 104 ივენთს აერთიანებს. 'პოკერსტარსზე' განოხორციელებული ცვლილებები და რუმის ყოველი ნაბიჯი ცხადყოფს, რომ მისი პოლიტიკა სულ უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული ხდება. ამის ნათელი მაგალითი PCA-ის მეინ ივენთის შემცირებული ბაი-ინიცაა, რომელიც უფრო მეტ მოთამაშეს მისცემს დიდ ტურნირში მონაწილეობის საშუალებას. 

გარდა პოკერის მოყვარულებისა, მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი კიდევ ერთი მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს - პირველად PCA-ის ისტორიაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ $500 დოლარიან ბლექჯექის ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $100.000 დოლარი იქნება. ივენთი 8 იანვარს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ყოველ მაგიდას 6 მოთამაშე ეყოლება, რომლებიც დილერის წინააღმდეგ 15 დარიგებას ითამაშებენ. მოთამაშე, ჩიპების ყველაზე დიდი რაოდენობით, შემდეგ რაუნდში გააგრძელებს პირველი ადგილისთვის ბრძოლას. 

მათ, ვისაც აინტერესებთ თუ როგორ გამოიყურება ბლექჯექის ტურნირი, შეუძლიათ 2010 წლის World Series Of Blackjack-ის ფინალური მაგიდა იხილონ 

ფაქტია, 'პოკერსტარსის' მფლობელი კომპანიის, Amaya-ს ხელმძღვანელობას სურს, რომ მათი შვილობილი ორგანიზაცია იმ მასშტაბებს გასცდეს, რომლითაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამის დასტურია 'პოკერსტარსის' სარეკლამო კამპანიაც, რომელშიც მსოფლიო სპორტის უდიდესი ვარსვკლავები არიან ჩართულები. გარდა ამისა, მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი, მომხმარებელს ბლექჯექთან და პოკერის უამრავ სახეობასთან ერთად, კაზინოს სხვა თამაშებსა და ტოტალიზატორსაც სთავაზობს. "მოხარულები ვართ, რომ  ჩვენი პირველი ბლექჯექ ტურნირის ჩატარების საშუალება გვეძლევა, - თქვა 'პოკერსტარსის' ლაივ ივენთების ხელმძღვანელმა, ედგარ სტაჩლიმ, - ბლექჯექის მოთამაშეები მუდამ კაზინოს უპირისპირდებიან, ახლა კი მათ საშუალება ექნებათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოსინჯონ საკუთარი ძალები."

 

რუმები

ქართული უცხოური