ბარი გრინშტაინი და ლივ ბურე PCA-ის შესახებ
როგორც 'ჯეოპოკერის' მკითხველისთვისაა ცნობილი, 2016 წლის 6 იანვრიდან 14 იანვრამდე, PokerStars Caribbean Advanture (PCA) გაიმართება, რომელიც 104 ივენთს აერთიანებს. 'პოკერსტარსის' მიერ გამართული ტურნირების ეს სერია ყველაზე მასშტაბური იქნება, რაც რუმს აქამდე განუხორციელებია. შედარებისთვის: გასული წლის PCA-ზე მხოლოდ 35 ტურნირი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დამწყები და მოყვარული მოთამაშეების მოსაზიდად, მსოფლიოს უდიდესმა პოკერ-რუმმა, ტურნირების ბაი-ინების მნიშვნელოვანი შემცირების გარდა, პოკერის უამრავ სახეობას მოუყარა თავი. და რაც ყველაზე მთავარია: 2016 წლის PCA-ზე, უკვე ბლექჯექის მოყვარულებსაც ექნებათ საშუალება თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არამხოლოდ დილერის, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგაც გამოსცადონ.
ონლაინ გამოცემა PokerNews შეეცადა 'პოკერსტარსის' პროფესიონალური გუნდის წევრებისგან გაეგო აზრი დაგეგმილი სატურნირო სერიების შესახებ. ამ რუბრიკის წინა გამოშვებაში, ჩვენ შემოგთავაზეთ ინტერვიუ ჯეისონ მერსიერთან, ბერტრან 'ელკი' გროსპელიესა და კრის მანიმეიკერთან. დღეს კი საშუალება მოგეცემათ ლეგენდარული ბარი გრინშტაინისა და ლივ ბურეს მომავალ გეგმებსა და წარსულში გადამხდარ საინტერესო მოვლენებს გაეცნოთ.
როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა PCA მსოფლიო პოკერის სატურნირო სამყაროში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გაჩერება?
ლივ ბურე: შეერთებული შტატების, კანადისა და სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლებისთვის, კარიბის ზღვის კუნძულები შესანიშნავი ადგილია! მათთვის, ვისთვისაც ევროპა შორსაა და ვინც სიცივისგან დაიღალა, კარიბის კუნძულების მზე და პოკერის ტურნირები ნამდვილი სამოთხე იქნება.
ბარი გრინშტაინი: გარდა ამ ყველაფრისა, სატურნირო სერიის მასშტაბები და მოთამაშეთა რაოდენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამას ის ფაქტიც ემატება, რომ 'პოკერსტარსის' მომხმარებლებს უამრავი საკვალიფიკაციო ტურნირისა და სატელიტის თამაში შეუძლიათ, რომელთა მოგების შემთხვევაშიც პოკერის სამოთხეში მოხვდებიან.
საუკეთესო მოგონება PCA-ის სერიებიდან, რომელიც პოკერს არ უკავშირდება?
ლივ ბურე: წყლის სამყაროს ეკზოტიკურ ბინადრებთან და ზღვის კუებთან გატარებული დრო.
ბარი გრინშტაინი: ბაჰამამის კუნძულებზე ჩემ ოჯახთან ერთად მივდივარ ხოლმე. ეს დიდ სიხარულს მანიჭებს, არ აქვს მნიშვნელობა, მოვიგებ თუ არა რომელიმე ტურნირს...
მეინ ივენთის გარდა, რომელია თქვენი საყვარელი PCA-ის ივენთი?
ბარი გრინშტაინი: მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, Battleship პოკერი შემიყვარდა. ონლაინ თამაშის, დროს შენი ოპონენტის ყურებას არაფერი სჯობს!
ყველაზე გიჟური ისტორია, რაც PCA-ის ფესტივალიდან გაგიგიათ?
ლივ ბურე: ვიღაც სულელმა, ღამით, სიბნელეში, გამორთულ და ნახევრად მშრალ წყლის სასრიალოზე გადაწყვიტა გართობა. სანამ ბოლოში ჩავიდა, საკმაო სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი, ამიტომაც გაჩერება ვეღარ შეძლო. როგორც ვიცი, უკანალი ისე გაეხეხა და იმდენი კანი აძვრა, რომ რამდენიმე კვირა სკამზე დაჯდომასაც ვერ ახერხებდა.
ბარი გრინშტაინი: თუ კარგი ისტორიის მოსმენა გინდათ, ქალაქში უნდა შეხვიდეთ და ვინმე ადგილობრივს უნდა კითხოთ ამის შესახებ. დამერწმუნეთ, აქ ათასობით საინტერესო და უცნაური ამბავია დაგროვილი.
PCA-ზე დასწრებას ოჯახის წევრებთან ერთად გეგმავთ?
ლივ ბურე: წელს მხოლოდ იგორ კურგანოვთან ერთად ვიქნები, თუ ის ოჯახის წევრად შეიძლება ჩავთვალოთ.
ბარი გრინშტაინი: არა, სამწუხაროდ წელს მარტო ვარ.
მხოლოდ ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ PCA-ის დებიუტანტებისთვის, რას ურჩევდით?
ლივ ბურე: აუცილებლად დაათვალიერონ Atlantis-ის აკვა-პარკი და რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვებაში.
ბარი გრინშტაინი: მივიდნენ Coral Tower-ში, სადაც იმ ადამიანებს შეხვდებიან, რომელთა წინააღმდეგაც ონლაინ თამაშობენ.
რისი ნახვა გსურთ წლევანდელი PCA-ზე ყველაზე მეტად?
ლივ ბურე: მზის!
ბარი გრინშტაინი: იმედი მაქვს, მეინ ივენთზე კარგ შედეგს ვაჩვენებ და შემდეგი წლის ინტერვიუსთვის რაიმე მექნება გასახსენებელი.