ვარაუდები 2016 წლის პოკერის მოვლენებზე
მართალია, ახალი წლის დადგომიდან 2 კვირა გავიდა, მაგრამ 2016 წლის სამომავლო მოვლენებზე საუბარი, ჯერ კიდევ, მაინც ვარაუდებისა და წინასწარმეტყვლებების დონეზეა შესაძლებელი. პოკერში წინასწარმეტვყელების გაკეთება ისეთივე რთული საქმეა, როგორიც რეალური თამაშის დროს რაიმე ვარაუდის გამოთქმა. სიმართლე რომ ითქვას, როგორც ზოგად, ისე კონკრეტულ თამაშში ვარაუდის გამოთქმა, გასული მოვლენების ანალიზითა და ალბათობის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
2014 წელს, ბლოგერმა, ჟურნალისტმა და პოდკასტერმა რიჩ რაიანმა რამდენიმე 'წინასწარმეტვყელება' შემოგვთავაზა, რომელიც 2015 წელს ეხებოდა. მაგალითად:
- 2015 წელს, 95 მოთამაშე მოახერხებს ტურნირებზე $1 მილიონი დოლარის მოგებას - 90 მოთამაშემ მართლაც შეძლო ეს.
- ამ 95 მოთამაშეში არ იქნება ფილ აივი - მართალია აივიმ მხოლოდ 2 ტურნირზე მოახერხა ქეშში შესვლა, მაგრამ აქედან ერთ-ერთი წლის დასაწყისში მოგებული Aussie Millions-ის $250.000 Challange იყო, რომლისთვისაც მან $1.7 მილიონი მიიღო.
- Global Poker Masters-ის გამარჯვებული ამერიკის შეერთებული შტატები იქნება - სინამდვილეში, Global Poker Masters იტალიამ მოიგო, მეორე ადგილზე რუსეთი გავიდა და ამერიკა მხოლოდ მესამე იყო.
- ოლე შემიონი და დევიდ იანი სამაჯურებს მოიგებენ - ამ წინასწარმეტყველებასთან ახლოს ყველაზე ახლოს დევიდ იანი მივიდა, რომელმაც WSOPE-ის მეინ ივენთზე მე-16 ადგილის დაკავება შეძლო.
გთავაზობთ რიჩ რაიანის ვარაუდებს მიმდინარე 2016 წლის პოკერის მოვლენების შესახებ:
- ჯო მაკკიენი, ტურნირებში, $2 მილიონი დოლარის მოგებას შეძლებს - ამ წინასწარმეტყველების ნახევარი, შეიძლება ითქვას, უკვე შესრულებულია. ჯო მაკკიენმა PCA $100.000 Super HighRoller-ზე $1.220.480 მოგება უკვე მოახერხა.
- GPI-ის წლის მოთამაშე სკოტ სივერი გახდება - მილიონობით მოთამაშიდან, რომლებიც მილიონობით დარიგებაში ღებულობენ მონაწილეობას, ერთის ამორჩევა მართლაც წარმოუდგენლად რთული საქმეა, მაგრამ თუ GPI-ის ცხრილს გაიხსენებთ, პირველი ვინც თავში მოგივათ, სკოტ სივერი იქნება. გასული სამი წლის დასაწყისში, GPI-ის ცხრილში, სივერი მე-9, მე-10 და მე-14 ადგილებს იკავებდა, წლის ბოლოს კი მე-2, მე-8 და მე-9 ხდებოდა. მასზე არჩევანის გაკეთება, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
- ონლაინ პოკერის ლეგალიზებაში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება - ეს ყველა მოთამაშის ოცნებაა, მაგრამ რეალობა სხვანაირი ჩანს. კარგი ამბავი ისაა, რომ ამერიკის რამდენიმე შტატში, რომელთა შორის კალიფორნია, ნებრასკა, მასაჩუსეტსი, მინესოტა და პენსილვანია შედიან, Daily Fantasy Sports-ის ოპერატორების ლეგალიზებას აქტიურად განიხილავენ და ელოდებიან კიდეც, მაგრამ სავარაუდოდ ეს ყველაფერი 2016 წელს არ მოხდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიმდინარე წელს, ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ონლაინ პოკერის შესახებ ბევრს არ ეცლება.