დაბალი ლიმიტის ქეშ-გეიმებზე დაშვებული შეცდომები

+ პოსტის დამატება

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც მოთამაშეები დაბალი ლიმიტის ქეშ-გეიმებზე უშვებენ, ზედმეტად დახვეწილი თამაშია. ადამიანები ცდილობენ მოწინააღმდეგისთვის რთული სათამაშო სქემის შეთავაზებას, უცნაური მანევრებით. შედეგად კი მხოლოდ იმედგაცრუება და დაკარგული ფული ხვდებათ. რივერზე ბეთი, ბლეფის მიზნით, ხშირად არ მუშაობს. დამწყები მოთამაშე ხშირად გააკეთებს ქოლს, თითქმის ნებისმიერი წყვილით. ამ ბლოგში შევეცდები განვიხილოთ ზედმეტად რთული, დახვეწილი და უცნაური მანევრების, მარტივად რომ ვთქვათ, კარგი თამაშის მინუსები დაბალი ლიმიტის ქეშ-გეიმებზე. 

ე.წ. Fancy Play-ის ტერმინი, პირველად, მაიკ კაროს წიგნში გაჩნდა და ის გულისხმობს ისეთ მოქმედებას, რომელიც აღემატება თქვენი ოპონენტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მიკრო ლიმიტების მომხმარებლები, უმეტესწილად, პირველი ლეველის მოთამაშეები არიან - მათთვის მნიშვნელოვანია ის ორი კარტი, რომელიც ხელში უჭირავთ და ამ ორი კარტის შეთანხმება ბორდის კარტებთან. მაშინ, როცა მეორე ლეველის მოთამაშეები, რომლებიც მიკრო ლიმიტების რეგულარები არიან, იმასაც აქცევენ ყურადღებას, თავად თქვენ რა ხელს ფლობთ? შესაბამისად, ასეთ ლიმიტებზე იშვიათად შეხვდებით მესამე და მეოთხე ლეველის მოთამაშეებს, რომლებიც არამხოლოდ თქვენსა და საკუთარ კარტებზე ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორი ხელის განსახიერება გსურთ, ან თავად რას განასახიერებენ და როგორ გამოიყენებენ ბორდის სტრუქტურას.

ოპონენტები, რომლებიც მიკრო ლიმიტებზე შეგხვდებათ, ძირითადად საკუთარი ხელის მიხედვით ღებულობენ გადაწყვეტილებას. ძალიან იშვიათად, ისინი, თქვენ შესაძლო ხელზეც შეიძლება დაფიქრდნენ. თუმცა, თამაშის ვიწრო გაგებით, ამის შესაძლებლობა, ფაქტიურად, არ ეძლევათ. ძალიან ცოტა თუ დაფიქრდება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თქვენი ჰენდ-რეინჯი, როგორია ბორდი და რის განსახიერებას ცდილობთ, თქვენი წარსული ქმედებები, მაგიდის დინამიკა, თქვენი ტილტის დონე, თქვენი წარმოდგენა მის თამაშზე და ა.შ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მსგავსი ტიპის მოთამაშეებთან გადააწყდებით ისაა, რომ მათ გამუდმებით შეაქვთ ეჭვი თქვენი ხელის სიძლიერეში და უმეტეს შემთხვევებში, ისინი, ნებისმიერი წყვილით ან დროინგ ჰენდით თავისუფლად გიპასუხებენ. 

ერთადერთი გამოსავალი, ასეთ შემთხვევაში, მარტივი თამაშის შეთავაზებაა. გრძელ დისტანციაზე, თქვენ უნდა გამორიცხოთ ყველანაირი მოგება და წინსვლა, თუ რთული და უცნაური თამაშისკენ მიისწრაფით. როგორც ვთქვით, დამწყებ მოთამაშეებს განსაკუთრებულად აწუხებთ იმის შიში, რომ მოტყუებულები არ დარჩნენ. ამიტომაც შემთხვევების თითქმის 90%-ში, ისინი, ნებისმიერ ბეთზე ქოლს გააკეთებენ. მაშინ რაღა აზრი რჩება უცნაური ბეთინგ სტრუქტურის შეთავაზებას, ფლოუტინგს, ბლეფისთვის გამიზნულ ჩექ-რეიზებს და ა.შ? ნაცვლად ამისა, გაცილებით მომგებიანი იქნება, ნებისმიერი მზა ხელით დიდი ველიუ-ბეთების კეთება, ბანკის 2/3-ისა, ან პირდაპირ ბანკის ოდენობით. უნდა ითქვას, რომ ველიუს მოთხოვნისთვის სულაც არაა საჭირო ნათსი და სუპერ ხელი, ამისთვის ტოპ წყვილი ნორმალური ქიქერითაც თავისუფლად გამოდგება. 

აქვე ერთი შენიშვნა: ზემოთ ნათქვამი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ბლეფის ელემენტი სრულიად უნდა ამოვიღოთ. სი-ბეთი (continuation bet) თითქმის ყოველ ფლოპზე უნდა გაკეთდეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც თქვენ ვერაფერი დაიჭირეთ, ოპონენტების რიცხვი კი 2-ზე მეტია. სი-ბეთი ერთ-ერთი მარტივი თამაშია, რასაც აგრესორისგან ყველა ელოდება, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოთამაშე. სიტუაცია იცვლება თერნზე. თერნზე ბლეფის მიზნით ბეთის გაკეთება, გაცილებით უკეთესად მუშაობს რეგულარების წინააღმდეგ, თუ ისინი უკვე შემჩნეულები არიან ფლოპზე ქოლსა და თერნზე ფოლდში. იგივე ვრცელდება რივერზე. 

სიმართლე რომ ითქვას, დაბალ ლიმიტებზე მომგებიანი პოკერის თამაში თუ გინდათ, საკმაოდ ხანგრძლივი და მომაბეზრებელი სესიები გელით. თუ თქვენ დამწყები მოთამაშე ხართ, ან პოკერის ენთუზიასტი, რომელსაც თამაში იმიტომ შეუყვარდა, რომ მასში ფსიქოლოგიისა და მათემატიკის ელემენტები დაინახა, მიკრო-ლიმიტებზე თქვენ ნამდვილად არ გაგიმართლათ. ბევრი თამაშს მას შემდეგ იწყებს, რაც სატელევიზიო ტურნირებსა ან ქეშ-გეიმებს მოკრავს თვალს. პროფესიონალების ათიათასობით დოლარიანი ბლეფებით აღტაცებულები კი მიკრო-ლიმიტებს მიაშურებენ, აქ ყველაზე უინტერესო და დამღლელი თამაში ელოდებათ... რა თქმა უნდა, თუ მომგებიანი პოკერი სურთ. 

 

რუმები

ქართული უცხოური