GPL-ზე, ლოს ანჯელესის გუნდს, მარია ჰო წარადგენს
დღევანდელი მონაცემებით Global Poker League-ის (GPL) სამი გუნდი და მათი ლიდერების ვინაობაა ცნობილი. ესენი არიან:
- კრის მანიმეიკერი - Las Vegas Moneymakers
- ფარაზ ჯაკა - San Francisco Rush
- მარკ-ანდრე ლედუსერი - Montreal Nationals
გუშინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი გუნდის მენეჯერის ვინაობა. როგორც PokerNews იტყობინება, Los Angeles Sunset-ს მარია ჰო წარადგენს. "გუნდის GPL-ზე წარდგენა, თავად გუნდის წევრებმა მთხოვეს, რამდენადაც მე ლოს ანჯელესიდან ვარ, - ამბობს ჰო, - მე ნებისმიერ ახალ წამოწყებას ვგულშემატკივრობ, რაც პოკერის პოპულარიზაციასა და მეინსტრიმულ კულტურაში შეღწევას შეუწყობს ხელს. პირადად ჩემთვის კი, ლოს ანჯელესის გუნდის მენეჯერობა დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა იქნება. ნებისმიერი მოთამაშისთვის, რომელსაც პოკერის ინდუსტრიის ხელშეწყობის თხოვნით მიმართავენ, ეს თანამდებობა დიდი პატივია."
მარია ჰოს ანგარიშზე, მხოლოდ სატურნირო მოგებებით, $1.7 მილიონ დოლარზე მეტი ირიცხება. მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა შორის, ის უკანასკნელი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გარდა მისი პოკერის კარიერისა, რომელიც WSOP-ის რამდენიმე ფინალურ მაგიდას, მათ შორის 2011 წლის WSOP-ის $5.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემ ივენთის მეორე ადგილს მოიცავს, მარია ჰო ცნობილი გახდა რეალითი შოუს "The Amazing Race"-ის მოგებით.
"გუნდის დაკომპლექტება ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ჩემთვის, გუნდის მოთამაშეების შერჩევა, საკმაოდ რთული მისიაა, რადგან პოკერის წრეებში უამრავი მეგობარი მყავს, რომელიც კარგ თამაშს აჩვენებს. გარდა ამისა, მინდა, რომ გუნდის დაპროექტებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ცივი გონებით, მეგობრებთან პირადი გამოცდილების გათვალისწინების გარეშეც მივიღო. ნაცვლად იმისა, რომ გუნდში გენდერული ბალანსი დავიცვა, ან მხოლოდ მეგობრებს დავეყრდნო, მინდა ისეთი მოთამაშეები ავარჩიო, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და რომელთა თამაშსაც შემიძლია ვენდო. ამ მომენტისთვის, უამრავი მოთამაშე მახსენდება, რომელთა ხილვაც ჩემ გუნდში ძალიან გამახარებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული - ამისთვის მათი თანხმობაცაა საჭირო."
სხვა გუნდების მენეჯერების მსგავსად, GPL-ის მომავალს, მარია ჰოც ოპტიმისტურად განიხილავს - "ვფიქრობ, GPL ძალიან კარგი წამოწყებაა, რომელიც როგორც პოკერს, ისე ზოგადად ინტერნეტ თამაშების განვითარებას შეუწყობს ხელს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ნათლად ვხედავთ როგორ იზრდება და ვითარდება პოკერი, მაგრამ სიახლე ყოველთვის საჭიროა. Global Poker League კი, ამ თამაშს, როგორც ახალ მაყურებელს, ისე ახალ მოთამაშეებს შესძენს, რაც ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება."