Global Poker League-ის გუნდების განხილვა: London Royals
Global Poker League რომ თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი დიდი გამოგონებაა, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს. აზარტული თამაშებისა და სამაგიდო სპორტის უამრავი ექსპერტი, GPL-ს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ GPL-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, New York Rounders-ისა და მისი წევრების შესახებ დეტალური ინფორმაცია. ამჯერად კი საშუალება გაქვთ, პოკერის ლიგის კიდევ ერთ გრანდს, London Royals-ს გაეცნოთ.
მოთამაშე | ქვეყანა | სატურნირო მოგება |
იგორ კურგანოვი | რუსეთი | $10.459.192 |
ვანესა სელბსტი | აშშ | $11.728.255 |
კრის მორმანი | დიდი ბრიტანეთი | $4.107.679 |
ჯასტინ ბონომო | აშშ | $9.690.053 |
სემ ტრიკეტი | დიდი ბრიტანეთი | $20.563.347 |
ლივ ბურე | დიდი ბრიტანეთი | $2.997.941 |
London Royals, რომელსაც ლივ ბურე უდგას სათავეში, თუ საუკეთესოს არა, ერთ-ერთ საუკეთესო გაერთიანებას მაინც წარმოადგენს, რომელიც GPL-ში ღებულობს მონაწილეობას. ბრიტანელი ლამაზმანი, რომელმაც საკუთარი თავი გუნდის ერთ-ერთ wildcard-ად დაასახელა, მსოფლიოს ყველაზე ცნობად მოთამაშეთა ათეულში შედის. მისი ლაივ ტურნირებზე მოგებული თანხა $3 მილიონ დოლარს აღწევს. ბურეს ვარსკვლავური კარიერა, 2010 წელს, სანრემოში გამართული EPT-ის მეინ ივენთის მოგებით იწყება. მთლიანობაში, მას, EPT-ის 5 საპრიზო ადგილი და WSOP-ის 12 საპრიზო ადგილი აქვს აღებული. ლივ ბურე გატაცებულია როკ მუსიკით - ის საკმაოდ კარგად უკრავს გიტარაზე. მისი 'პოკერსტარსის' ნიკი, ბევრისთვის საყვარელი ჯგუფი, 'Iron Maiden'-ია.
ბურეს პირველი არჩევანი, London Royals-ისთვის, მისი ბოიფრენდი - იგორ კურგანოვი იყო. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ეს პირადი ურთიერთობების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თუ კურგანოვის კარიერას გადავხედავთ, ყოველგვარი ეჭვი გაიფანტება. რუსი მოთამაშე, ნებისმიერი გუნდის მენეჯერისთვის, მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნებოდა. ონლაინ თამაშებში, მას, საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. მსოფლიოს უდიდესი ლაივ ტურნირების რეგულარს, მხოლოდ ცოცხალ თამაშებზე $10.459.192 დოლარი აქვს გამომუშავებული. მისი ანალიტიკური უნარი, რომელზეც ლეგენდები დადის, გუნდის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.
'პოკერსტარსის' პროფესიონალთა გუნდის წევრი, ვანესა სელბსტი, ლივ ბურეს მეორე არჩევანი იყო. ამჟამად, სელბსტი, მსოფლიოს ყველაზე მომგებიან მოთამაშეთა შორის, 23-ე ადგილზეა. პოკერის ისტორიაში, ის, ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან, წარმატებულ და საშიშ მოთამაშედ ითვლება. ვანესა სელბსტის ანგარიშზე WSOP-ის 3 ოქროს სამაჯური იწერება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სელბსტი, ქალ მოთამაშეებს შორის, ყველაზე წარმატებულია - მისი მოგება, რიგით მეორე საუკეთესო გემბლერი ქალის, კეტი ლიბერტის მოგებას ორჯერ აღემატება. სელბსტის თამაში ერთ-ერთ მიზეზად უნდა განვიხილოთ, რისთვისაც GPL-ის ყურება ნამდვილად ღირს. ის თავს კომფორტულად გრძნობს, როგორც ძველი სკოლის წარმომადგენლების, როგორებიც დოილ ბრანსონი და ბარი გრინშტეინი არიან, ასევე ინტერნეტ ვუნდერკინდების წინააღმდეგ თამაშისას.
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელზეც სხვა გუნდების მენეჯერებს გული დაწყდათ, კრის მორმანი იყო. ბრიტანელი მოთამაშე, რომელიც WPT-ის ტიტულის მფლობელია, თავისი ონლაინ პოკერში მიღწეული შედეგების მიხედვით, გუნდის მძიმე არტილერიად უნდა ჩაითვალოს. ბრიტანელ გრაინდერს, ვირტუალურ სამყაროში, $13 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დაგროვებული. მისი ლაივ ტურნირების მოგება კი $4 მილიონ დოლარს აღემატება. ბურეს მეოთხე არჩევანი ჯასტინ ბონომო იყო, რომელსაც ლაივ ტურნირებზე $9.7 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. ბონომოს უპირატესობად შეიძლება მისი გამოცდილება და პოკერის ზოგადი ცოდნა ჩაითვალოს - როცა საქმე პოკერის სხვადასხვა სახეობებს ეხება, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს მასშტაბით.
უკანასკნელი მოთამაშე, რომელიც ბურემ გუნდის ერთ-ერთ wildcard-ად დაასახელა, და რომელიც London Royals-ს კიდევ უფრო მეტ წონასა და საშიშ ელფერს აძლევს, სემ ტრიკეტია. ლაივ ტურნირებში მოგებული $20.5 მილიონი დოლარის გარდა, ბრიტანელი მოთამაშის უპირატესობად ის ფაქტიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსოფლიოს არცერთ წერტილში, არცერთი მეტოქის წინააღმდეგ თამაშზე ის უარს არ ამბობს. სემ ტრიკეტის პოვნა იქაა შესაძლებელი, სადაც ყველაზე დიდი ქეშ-გეიმი იმართება. გარდა ამისა, ტრიკეტს უკვე აქვს გუნდური თამაშის გამოცდილება, როდესაც Global Poker Masters World Cup-ზე, მან, დიდი ბრიტანეთის ნაკრები წარადგინა.