ბილზერიანის და პერკინსის დაპირისპირება გრძელდება

ერთ კვირაზე ოდნავ მეტი დრო იქნება გასული 'ინსტაგრამის მეფესა' და მილიონერ ბიზნესმენს შორის დადებული სანაძლეოს დასრულებიდან, რომლის მიხედვითაც სომხური წარმოშობის ამერიკელმა ფლეიბოიმ $1.2 მილიონიანი ბანკი, საიდანაც $600.000 დოლარი მის მიერ გაკეთებული ინვესტიცია იყო, ვეგასიდან ლოს ანჯელესამდე მანძილის ველოსიპედით დაფარვის შემდეგ მოიგო. 

როგორც ჩანს, დენ ბილზერიანი და ბილ პერკინსი ე.წ. double or nothing-ის პრინციპით, ბეთის გახანგრძლივებას აპირებენ. CardPlayer-თან გაკეთებულ ინტერვიუში, ბილ პერკინსმა ბეთის შემდგომ სტადიაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც სამი ვარიანტი განიხილება: ბილზერიანმა ევერესტი უნდა დაიპყროს, რაც ფაქტიურად ფანტასტიკის სფეროა; შესაძლოა მას მთელი ამერიკის გადაკვეთა ფეხით მოუწიოს; ან სულაც ინგლისიდან ნიუ იორკამდე ცურვით ჩავიდეს, რაც ევერესტის დაპრყობის ტოლფასია. აშკარაა, რომ სამივე შემთხვევა, ვეგასიდან ლოს ანჯელესამდე ველოსიპედით ჩასვლაზე ბევრად რთულია. 

უნდა ითქვას, რომ სანაძლეოებში, რომლებიც ფიზიკურ შესაძლებლობებს ეხება, ბილ პერკინსი საკმაოდ წარუმატებელი მოთამაშეა: ბილზერიანთან განცდილი მარცხის გარდა, რამდენიმე თვით ადრე, მან, ანტონიო ესფანდიარისთან $50.000 დოლარი წააგო, სადაც ამ უკანასკნელს 48 საათის განმავლობაში ჩამუხვლებით, ე.წ. lunge-ით სიარული ევალებოდა, რასაც ესფანდიარიმ, დიდი სირცხვილისა და PCA-ის მეინ ივენთიდან დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაართვა თავი. მოგებული თანხა, ესფანდიარიმ, მთლიანად საქველმოქმედო საქმეს მოახმარა. 

რუმები

ქართული უცხოური