დოილ ბრანსონი სიმსივნეს კიდევ ერთხელ ამარცხებს

დოილ ბრანსონს, რომელსაც ამერიკაში Texas Dolly-ის სახელითაც მოიხსენიებენ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხანგრძლივი, თავბრუსდამხვევი და წარმოუდგენლად წარმატებული სათამაშო კარიერა აქვს. ადამიანმა, რომელმაც 'პოკერის ბიბლიად' წოდებული წიგნი, Super System შექმნა, სათამაშო ინდუსტრიაში 60 წელზე მეტი გაატარა. 

ლეგენდარული მოთამაშე WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურის, WSOP Main Event-ის 3 ტიტულისა, WPT-ის ერთი ტიტულის მფლობელია. ერთ-ერთი საუკეთესო სატურნირო რეზიუმეს გარდა, ბრანსონი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქეშ-გეიმების რეგულარული მოთამაშეცაა. როგორც ცნობილია, პოკერის ისტორიაში ყველაზე მაღალი ლიმიტის თამაშში, რომლის ბლაინდები $25.000/$50.000 იყო, ჯენიფერ ჰერმანთან ერთად, დოილ ბრანსონიც მონაწილეობდა. 

ბრანსონის წარმატებულ პროფესიულ კარიერას, უფრო წარმატებული ცხოვრებისეული გამოცდილებაც ახლავს თან. 82 წლის ასაკში, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, სიმსივნე უკვე მეექვსედ, დიახ, მეექვსედ დაამარცხა! პირველად, უკურნებელ სენთან გამკლავება, 'ტეხასელ დოლის' 1962 წელს მოუწია, როდესაც მას ექიმებმა კისერში სიმსივნური მეტასტაზები აღმოუჩინეს. ამერიკის საუკეთესო ონკოლოგებმა, ბრანსონს, ოპერაცია შესთავაზეს, რათა სიცოცხლე სულ რამდენიმე თვით გაეხანგრძლივებინა და მისი მეუღლის მშობიარობასა და შვილის დაბადებას მოსწრებოდა. დაგეგმილ ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ სიმსივნე სრულიად გამქრალიყო. 

მას შემდეგ, დოილ ბრანსონს, მელანომა, კანის სიმსივნის ერთ-ერთი სახეობა დაუდგინეს. თუმცა, წარმატებული ოპერაციისა და გამოჯანმრთელების შესახებ, 'პოკერის ნათლიმამამ', გულშემატკივრებს, ტვიტერის საშუალებით აცნობა

რუმები

ქართული უცხოური