Super High Roller Bowl-ის შედეგებისთვის, Poker Central, $1.000.000 დოლარიან ჯილდოს აწესებს
მსოფლიოს პირველი სატელევიზიო არხი, რომელიც მაყურებელს 24 საათიან რეჟიმში პოკერის სხვადასხვა მოვლენის გაშუქებასა და მიმოხილვას სთავაზობს, კიდევ ერთხელ უმასპინძლებს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირს - Super High Roller Bowl-ს. გასული წლის ღონისძიების გამარჯვებული ბრაიან რასტი გახდა, რომელმაც ტურნირი $7.5 მილიონი დოლარით მდიდარმა დატოვა. მან 43 ენტრანტს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
უნდა ითქვას, რომ წლევანდელი ტურნირის ბაი-ინი, გასულ წელთან საკმაოდ ხელმისაწვდომია: $300.000 დოლარი, ნახევარი მილიონის ნაცვლად. ამჯერად, პირველი ადგილისთვის გარანტირებული თანხა $5 მილიონ დოლარს შეადგენს. ტურნირი 29 მაისს აიღებს სტარტს და 1 მაისამდე გაგრძელდება. ამ მომენტისთვის ივენთზე 48 მოთამაშეა დარეგისტრირებული.
რაც შეეხება მაყურებელს: თუ თქვენ, მთელი ქონების გაყიდვისა და ტურნირის ბაი-ინის გადახდის გარეშე, $1.000.000 დოლარის მოგება გსურთ, ერთადერთი რამ რაც თქვენ გევალებათ, ფინალური შვიდეულის დასახელებაა, რაც კონკრეტული მოთამაშეების შესაბამის ადგილებზე განაწილებას გულისხმობს. ამისთვის Poker Central-ის საიტზე შესვლა, რეგისტრაციის გავლა და ფინალური შვიდეულის შედგენაა საჭირო. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ 48 მოთამაშიდან ფინალური შვიდეულის ზუსტი განაწილების ალბათობა ასტრონომიულ ციფრებთანაა დაკავშირებული, Poker Central ნამდვილად არ ღელავს მილიონობით დოლარის დაკარგვასა და კოლოსალური ანაზღაურებების გაცემაზე. როგორც არხის ხელმძღვანელობა ამბობს, ყველაზე მიახლოებული სიის შემქმნელს, სპონსორები $10.000 დოლარს გადაუხდიან. ხოლო თუ ფინალური მაგიდის ზუსტ შემადგენლობას გამოიცნობთ, მაშინ დიდი მოგება გარანტირებული გაქვთ.