ბრაზილიელები 'პოკერსტარსს' იპრყობენ
'პოკერსტარსის' Spring Championship of Online Poker-ზე (SCOOP) ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ, გაჩნდა სერიოზული კითხვა: თამაშობენ თუ არა ბრაზილელები პოკერს ისე კარგად, როგორც ეს ფეხბურთში გამოსდით? პირველი 12 ივენთს თუ გადავხედავთ, საიდანაც 4 პირველი ადგილი, 3 მეორე ადგილი და 2 მესამე ადგილი ბრაზილიას ეკუთვნის, კითხვა სრულიად ლეგიტიმურია. ბრაზილიელების შეტევას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ SCOOP-ის ივენთების გამაჯვებულებიდან, ყოველ ქვეყანას, მხოლოდ თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავს.
თავდაპირველად, სამხრეთ ამერიკელებმა SCOOP-ის მიკრო ლიმიტები დალაშქრეს: პირველი გამარჯვებული Bean1992 იყო, რომელმაც $7.50 დოლარიანი 6-მაქს ივენთი მოიგო, $12.512 დოლარით პირველი ადგილისთვის. უნდა ითქვას, რომ Bean1992-მა ფინალური მაგიდა შორტსტეკის სტატუსით დაიწყო, ხოლო ფინალურ ჰედს-აპზე ისევ ბრაზილიელ SaLum18-ს დაუპირისპირდა.
შემდეგი ბრაზილიელი, რომელმაც SCOOP-ის ივენთი მოიგო, WellBr20 იყო. მან $11 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ტურნირი მოიგო, რომელზეც 23.982 მოთამაშე დარეგისტრირდა, ხოლო რე-ბაი 6.100-ჯერ გაკეთდა. გასაგებია თუ რა ბრძოლის გადატანა მოუწია ბრაზილიელს ივენთის მოსაგებად. უნდა ითქვას, რომ ამ ტურნირის მე-6 პოზიციაზე, ასევე პელესა და რონალდოს თანამემამულე, SELOUAN1991 გავიდა.
ამის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელებმა მაღალ ლიმიტებზე გადაინაცვლეს. $215 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთის გამარჯვებული Nelepo10 გახდა, რომელმაც 6.744 მოთამაშიანი ლაინაფი დაამარცხა და $209.095 დოლარი მიიღო. ფინალურ მაგიდაზე, Nelepo10-ის გარდა, კიდევ 4 ბრაზილიელი თამაშობდა.
$2.100 დოლარიან ივენთზე კვლავ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ფინალურ ჰედს-აპზე ერთმანეთს რაფაელ მორაესი და მისი თანამემამულე, Kelvin_FR დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მორაესმა მოიპოვა, რომელმაც $301.625 დოლარი მოიგო. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღით ადრე, ბრაზილიელმა პროფესიონალმა მოთამაშემ, EPT-ის €25.000 ევროიან ჰაი როლერის ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა, რისთვისაც $656.000 დოლარი მიიღო.
ბრაზილიაში რომ პოკერის ბუმია, ამის დასტურად ეს სტატიაც გამოდგება. ქვეყნის კანონმდებლები აქტიურად განიხილავენ პოკერისა და აზარტული ბიზნესის ლეგალიზების საკითხს. მით უმეტეს, რომ პოკერის პოპულარიზაციის საერთაშორისო კამპანიაში ისეთი ბრაზილიის ისეთი სახეები არიან ჩართულები, როგორებიც რონალდო და ნეიმარი არიან. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ პოლიტიკოსების სიტყვაზე მეტად, ბრაზილიაში, ფეხბურთელების აზრი ფასობს, რომლებიც წარმოუდგენელი პრივილეგიითა და პატივით სარგებლობენ.