ხვალ Super High Roller Bowl იწყება - წლის ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი
ხვალ, კვირას, Aria Resort & Casino-ში, რიგით მეორე Super High Roller Bowl აიღებს სტარტს. ტურნირის ბაი-ინი $300.000 დოლარს შეადგენს. მასზე 49 მოთამაშეა დარეგისტრირებული, რომელთა შორის მსოფლიო პოკერის უდიდესი ვარსვკლავების ნახვაა შესაძლებელი. პრაიზპული $15.000.000 დოლარს შეადგენს, ხოლო გამარჯვებულს $5 მილიონი გადაეცემა. ღონისძიება 29 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის ფორმატი 7-მაქს მაგიდებს ითვალისწინებს. ფულში შესვლას, შესაბამისად, უკანასკნელი შვიდეული მოახერხებს.
გასული წლის გამარჯვებული ბრაიან რასტი გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში სკოტ სივერი დაამარცხა და $7.525 მილიონი დოლარი მოიგო. ბრაიან რასტისა და სკოტ სივერის ნახვა წლევანდელ ღონისძიებაზეცაა შესაძლებელი, ისე როგორც დანარჩენი ტოპ 5 მოთამაშის, რომლებმაც შარშანდელ ივენთზე ფულში შესვლა მოახერხეს: კონორ დრინანი, ტიმოფეი კუზნეცოვი, დევიდ პიტერსი, ტომ მარჩესი და ერიკ საიდელი - ყველანი ენტრანტებს შორის არიან. შარშანდელ ტურნირთან შედარებით, წლევანდელი ივენთის საპრიზო ფონდი $6 მილიონი დოლარითაა შემცირებული, თუმცა, ამჯერად მოთამაშეებს ტურნირზე მოსახვედრად $200.000 დოლარით ნაკლების გადახდა მოუწიათ.
შარშანდელ ფინალისტებთან ერთად, წლევანდელ ტურნირზე ისეთი ლეგენდების ნახვაცაა შესაძლებელი, რომლებიც არცერთ ძვირადღირებულ ტურნირსა და ქეშ-გეიმს არ აკლდებიან: დენიელ ნეგრანუ, ანტონიო ესფანდიარი, ფილ ჰელმუტი, ფედორ ჰოლცი, ჯეისონ მერსიერი და სხვ.
მაყურებლებს, პოკერის გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს ტურნირის პირდაპირ ეთერში ხილვის საშუალება PokerCentral-ის ოფიციალურ გვერდზე, CBSSports.com-სა და CBS Sports Network-ზე ექნებათ. ტელევიზიები ტურნირის გაშუქებას სრულად, პირველი დარიგებიდან, ივენთის გამარჯვებულის გამოვლენამდე გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ PokerCentral-ის საიტზე პოკერის მოყვარულებს საუკეთესო შვიდეულის სიის შედგენა შეუძლიათ. სატელევიზიო არხის ადმინისტრაციას, საუკეთესო ვარიანტის ავტორისთვის $10.000 დოლარი, ხოლო ზუსტი პროგნოზის ავტორისთვის $1 მილიონი დოლარი ჯილდო აქვს დაწესებული. ამისთვის მხოლოდ არხის ოფიციალურ საიტზე შესვლა, რეგისტრაციის გავლა და 49 მოთამაშიდან საუკეთესო 7-ის ამორჩევაა საჭირო. აქცია უფასოა.