Global Poker Index - სიტუაცია WSOP-ის დაწყებამდე
31 მაისს, 2016 წლის პოკერის მსოფლიო სერიები ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელ WSOP-ზე 69 ოქროს სამაჯურის გათამაშება იგეგმება, რაც GPI-ის რეიტინგში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ამ მომენტისთვის, ისე როგორც თითქმის მთელი 2016 წლის განმავლობაში, ლიდერის სტატუსს სტივ ო'დუაიერი ინარჩუნებს. ის უკვე 21-ე კვირაა, რაც პირველ ადგილზე იმყოფება.
პირველ ათეულს თუ შევხედავთ, სიტუაცია თითქმის უცვლელია, თუ დევიდ პიტერსის მთავარ სიაში მოხვედრასა და კონორ დრინანის გავარდნას არ ჩავთვლით. გუშინ დასრულებულ Super High Roller Bowl-ის $300.000 დოლარიან ტურნირში, GPI-ის ტოპებიდან მხოლოდ სტივ ო'დუაიერი და ანტონი ზინო არ მონაწილეობდნენ. ტურნირის მეორე ადგილოსანმა ფედორ ჰოლცმა, GPI-ის ათეულში ერთი პოზიციით დაწინაურება მოახერხა და ამჟამად მესამე ადგილს იკავებს. უცვლელია ერიკ საიდელის მდგომარეობა, რომელმაც დიდ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. ერთი პოზიციით უკან დაიხია ბრინ კენიმ, რომელმაც Super High Roller-ზე მე-6 ადგილი აიღო. ტურნირის გამარჯვებული რეინერ კემპე, რომელმაც $5 მილიონი დოლარი მოიგო, ამჟამად GPI-ის 55-ე პოზიციას იკავებს.
შემდეგი კვირის განმავლობაში WSOP-ის 10-მდე ტურნირი იქნება აქტიურ ფაზაში შესული, ხოლო დაახლოებით 7 სამაჯურს მფლობელი ეყოლება. გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, WSOP-ის მიმდინარეობის პროცესში, GPI-ის სიაში დიდი და მუდმივი ცვლილებებია მოსალოდნელი. ტოპ ათეულში შემავალ მოთამაშეებს კი დიდი ბრძოლა მოუწევთ, არამხოლოდ სატურნირო კარიერის გასაუმჯობესებლად, არამედ GPI-ის პოზიციების შესანარჩუნებლად.
ამჟამად საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ადგილი | მოთამაშე | ცვლილება |
1 | სტივ ო'დუაიერი | - |
2 | ანტონი ზინო | - |
3 | ფედორ ჰოლცი | +1 |
4 | ბრინ კენი | -1 |
5 | ჯეისონ მერსიერი | +1 |
6 | ნიკ პეტრანგელო | -1 |
7 | დომინიკ ნიცშე | - |
8 | ტომ მარჩესი | - |
9 | ერიკ საიდელი | - |
10 | დევიდ პიტერსი | +1 |