კრის ფერგიუსონი WSOP-ზე ბრუნდება

შაბათ საღამოს, კაზინო Rio-ში, 2016 წლის WSOP-ის $10.000 დოლარიან სევენ-ქარდ სტადის ტურნირზე, ყველასთვის მოულოდნელად, კრის ფერგიუსონი გამოჩნდა. თუმცა, მის 'მოულოდნელ' გამოჩენას პოკერის ინდუსტრიაში ჩახედული ბევრი ცნობილი სახე აანონსებდა. განსაკუთრებული მოლოდინით, მოთამაშეები, ჰოვარდ ლედერერის დაბრუნებას ელოდებიან, რომელიც კრის ფერგიუსონთან ერთად პოკერის სამყაროში ყველაზე უარყოფითი გმირის სტატუსს ინაწილებს. ასეთი ეჭვები 'პროფესორის' ღია წერილით იყო განპირობებული, რომელიც დენიელ ნეგრანუს ბლოგზე გამოქვეყნდა. წერილში, ლედერერი, ბოდიშს უხდიდა 'ფულტილტის' მომხმარებლებს და მწუხარებას გამოთქვამდა წლების წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

კრის ფერგიუსონი ფართო საზოგადოების წინაშე 2011 წლიდან, ე.წ. 'შავი პარასკევის' შემდეგ არ წარმდგარა. WSOP-ზე მისი ბოლო დასწრება კი 2010 წლით თარიღდება. 2011 წლის 15 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული პოკერ-რუმები დაიხურა. მოგვიანებით გაირკვა, რომ FullTiltPoker-ის მფლობელებმა, რომელთა შორის ფერგიუსონი და ლედერერი შედიოდნენ, კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს. შედეგად, მოთამაშეების მიერ დეპოზიტზე არსებული თანხა კომპანიის, კერძოდ კი მისი მესაკუთრეების მფლობელობაში აღმოჩნდა. იმ პერიოდისთვის, კრის ფერგიუსონმა მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება უარყო, შემდეგ კი, როდესაც 'პოკერსტარსმა' ყოფილი კონკურენტის - 'ფულტილტის' შეძენა გადაწყვიტა, მოთამაშეებს მათ მიერ კუთვნილი თანხების დაბრუნების საშუალება მიეცათ და ფერგიუსონთან დაკავშირებული სკანდალიც თანდათან მიივიწყეს. 

კრის ფერგიუსონი ლაივ ტურნირებზე 1995 წლიდან გამოჩნდა, ხოლო 2000 წელს WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული გახდა, $1.5 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის. მას შემდეგ Jesus-მა კიდევ 4 ოქროს სამაჯურის მოგება მოახერხა. სამწუხაროდ, ყოფილ ჩემპიონს წლევანდელი WSOP-ის სევენ-ქარდ სტადის ტურნირიდან გავარდნის შემდეგ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. მან უხმაუროდ დატოვა კაზინოს ტერიტორია. ჯერჯერობით უცნობია დაუბრუნდება თუ არა ის პოკერის სერიებს, ან ვიხილავთ თუ არა მიმდინარე ტურნირებზე ჰოვარდ ლედერერს. 

რუმები

ქართული უცხოური