WSOP-ის მე-10 დღე: ჰოვარდ ლედერერი დიდ თამაშს უბრუნდება; რაიან ლაპლანტე ომაჰას ივენთს იგებს
მას შემდეგ, რაც დენიელ ნეგრანუს ონლაინ ბლოგზე FullTiltPoker-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჰოვარდ ლედერერის წერილი გამოქვეყნდა, პოკერის სამყარო ინდუსტრიის მთავარი ანტიგმირის დიდ სცენაზე დაბრუნების მოლოდინმა აიტაცა. კრის ფერგიუსონის WSOP-ის ერთ-ერთ ივენთზე გამოჩენის შემდეგ კი, ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა, რომ 'ნახევარმილიარდიანი ბლეფის' ავტორი, ადრე თუ გვიან, პოკერის სერიებზე აუცილებლად მოხვდებოდა.
და ეს მომენტიც დადგა! 2016 წლის WSOP-ის რიგით მე-16, 2-7 სინგლ დროუ ივენთზე ლედერერმა $10.000 დოლარი გადაიხადა და პოკერის მოყვარულებში კიდევ ერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემდეგ, ეს, ლედერერის პირველი WSOP-ის ტურნირია. შესვენების დროს, ონლაინ გამოცემა PokerNews-ის ჟურნალისტებმა მასთან მისვლა და გასაუბრება სცადეს, მაგრამ ლედედერმა მოკლე პასუხით მოუჭრა - "მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი".
პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი ომაჰას ლაივ ტურნირი რაიან ლაპლანტემ მოიგომ. მისი განცხადებით, ის პოტ ლიმიტ ომაჰას საკმაოდ იშვიათად თამაშობს. თუმცა, მის გამოუცდელობას ხელი არ შეუშლია 2.483 მოთამაშიანი ფილდის დამარცხებასა და $190.328 დოლარის მოგებაში. მინესოტელი პროფესიონალისთვის, ეს, ყველაზე დიდი მოგება და პირველი ოქროს სამაჯურია. "პოტ ლიმიტ ომაჰა ჩემ საუკეთესო თამაშად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, - ამბობს ლაპლანტე, - შეიძლება უცნაურად ჟრერდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო PLO-8 ტურნირების მოთამაშე ვარ. PokerStars-ზე, თამაშის ამ სახეობაში, საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს. ყველა ტოპ რეგულარის თამაშს ახლოს ვიცნობ და კარგადაც ვუმკლავდები. ჩემი აზრით, სწორედ ამ თამაშიდან მიღებული გამოცდილება დამეხმარა Pot Limit Omaha-ს ტურნირზე გამარჯვების მოპოვებაში."