WSOP 2016: ჯენს კილონენი პირველ სამაჯურს და $1.12 მილიონ დოლარს იგებს

ლეგენდარული ონლაინ გრაინდერი, ჯენს კილონენი, იმ მრავალ მოთამაშეს შორის შედიოდა, რომლებმაც საოცრად წარმატებული კარიერის მიუხედავად, WSOP-ის სამაჯურის მოგება ვერა და ვერ შეძლეს. ფინელი პროფესიონალი მოთამაშე, გუშინ, ამ სიას სამუდამოდ გამოაკლდა - კილონენმა WSOP-ის 62-ე ივენთი, $25.000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ტურნირი მოიგო, $1.127.035 დოლარით პირველი ადგილისთვის. 

ფინალური მაგიდა, კილონენს, საკმაოდ რთული შეხვდა: დენ სმიტი, რაიან დი'ანჯელო, დიმიტრი სავალიოვი და შონ ვინტერი - ყოველი მათგანი სამაჯურის რეალური პრეტენდენტი იყო. როცა მაგიდასთან ფინალური სამეული დარჩა, დენ სმიტმა, კილონენის წინააღმდეგ ნათამაშებ დარიგებაში, გაორმაგება შეძლო. მოვლენების ასეთი სცენარით, სამივე მოთამაშე, ერთმანეთის წინააღმდეგ, 7 მილიონიანი სტეკებითა და თანაბარი პირობებით აღმოჩდნენ. ერთი საათის შემდეგ კი, ტომი ლიმ დენ სმიტის გაგდება და გადამწყვეტი ჰედს-აპის ჩიპლიდით დაწყება მოახერხა. 

ჰედს-აპი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. WSOP.com-ის მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარიგებაში, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა, კილონენმა ტუზების ქუადსით გაორმაგება და უპირატესობის მოპოვება მოახერხა. ამ დარიგებიდან რამდენიმე წუთში, ფინელი ჰაი სტეიკს გრაინდერი, მოწინააღმდეგის მთლიან სტეკს დაეპატრონა, რამაც კარიერაში პირველი ოქროს სამაჯური მოუტანა. "ასეთი შეგრძნებები ჩემი პროფესიონალური თამაშის განმავლობაში არ მიმიღია, - თქვა მოგების შემდეგ ჯენს კილონენმა, - მსოფლიოში უდიდეს ლიმიტების თამაშებში მიმიღია მონაწილეობა, ერთ სესიაზე მილიონზე მეტი მომიგია, მაგრამ მსგავსი არაფერი განმიცდია." კილონენისთვის, ეს გამარჯვება, მეორე მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. 2009 წელს, კოპენჰაგენში, მან EPT-ის მეინ ივენთი მოიგო, $1.1 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის.

რუმები

ქართული უცხოური