რუსეთში PokerStars-ის დაბლოკვამ აჟიოტაჟი გამოიწვია

რუსეთის ფედერაციაში, ონლაინ პოკერის რეგულაციების არარსებობის მიუხედავად, ონლაინ ოპერატორებს ქვეყნის 144 მილიონიანი მოსახლეობის მომსახურებაზე უარი არასდროს უთქვამთ. Business Insider-ის მონაცემებით, თამაშის აკრძალვის პირობებშიც კი, პოკერს, ქვეყნის საერთო მაცხოვრებლების 20% თამაშობს. ონლაინ პოკერისა და სხვა აზარტული თამაშების ლეგალიზებაზე, რუსეთის დუმაში, მრავალი დისკუსია გამართულა, მაგრამ უშედეგოდ. რეგულაციების მომხრეებს არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავდათ, რომ აკრძალვების მიუხედავად გამართული თამაშებიდან შესაძლო შემოსავლებს სახელმწიფო უბრალოდ კარგავდა. 

რუსული ონლაინ პოკერის სასიკეთოდ რამდენიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული: ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი 3 ინტერნეტ საიტის - Liga, Stavok და 888.ru-ს ლეგალიზება აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი, Poker Industry Pro-ს მონაცემებით, არანაირ კავშირში არაა 888poker-სა, ან 888 Holding-ის რომელიმე შვილობილ კომპანიასთან. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი დადებითი აქტი, რომელიც ონლაინ აზარტული თამაშების სასიკეთოდ განხორციელდა, პოკერის იღბლიანი თამაშების სიიდან ამოღებასა და მის უნარებსა და ცოდნაზე დამყარებულ თამაშად გამოცხადებას გულისხმობდა.

უკანასკნელმა ლაშქრობამ, რომელიც სახელმწიფომ ონლაინ პოკერის წინააღმდეგ მოაწყო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: რუსეთის ტელეკომუნიკაციის სარეგულაციო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით არალეგალურად ფუნქციონირებადი ონლაინ პოკერ რუმების აიპი მისამართები, მათ სარეკლამო-საპრომოუტინგო აქციებთან ერთად დაბლოკა. პოკერის ოპერატორების აიპი მისამართების დაბლოკვა, რუსეთისთვის, ახალი ხილი ნამდვილად არაა, მაგრამ დაბლოკილი მისამართების სიაში Amazon S3 Cloud-იც მოჰყვა - საიტი, რომელიც 888poker-ის სარეკლამო ბანერების განთავსებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. Amazon S3 Cloud-ის დაბლოკვით, პრობლემები შეექმნათ ისეთ კომპანიებს, როგორებიც Netflix, Twitter, Dropbox და Airbnb არიან. მალევე, აღნიშნული შეზუღდვები იმ პირობით მოიხსნა, რომ თავად Amazon Cloud უზრუნველყოფდა აკრძალული კომპანიების რუსული ინტერნეტსივრცითან ჩახსნას. 

როგორც რუსული ინტერნეტ პორტალის, Pokeroff-ის მონაცემებით გახდა ცნობილი, 8 ივლისს PokerStars-ის რუს მომხმარებლებს საიტზე ავტორიზაციის გავლაში პრობლემები შეექმნათ. კომპანიამ, საკუთარ საიტზე, მაშინვე გამოაქვეყნა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გადალახვის მეთოდი, რომელიც რუსმა მომხმარებელმა ისევ Pokeroff-ის საშუალებით შეიტყო. მსგავსი შეზღუდვები, რუსეთის ონლაინ სივრცეში, პირველი არაა. მომხმარებლებმა უკვე მრავალი გზა იციან იმისთვის, თუ როგორ აუარონ გვერდი ასეთი ტიპის დაბრკოლებებს. 

რუმები

ქართული უცხოური