20 საინტერესო ფაქტი თანამედროვე პოკერის შესახებ

+ პოსტის დამატება

ინტერნეტში პოკერთან დაკავშირებული საიტების თვალიერებისას, ერთ-ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რომლის ავტორი PokerNews-ის მიმომხილველი მეთიუ პერვისია. 'პოკერნიუსის' ჟურნალისტად, ის, უკვე 7 წელია მუშაობს, მაგრამ ინტერნეტ მედიის გააქტიურებამდე, პერვისი, BluffMagazine-ის რედაქტორი იყო. ამდენი წლის გამოცდილებამ, აზარტულ თამაშებთან ყოველდღიურმა შეხებამ, საუკეთესო მოთამაშეებთან რეალურმა ურთიერთობამ და ტოპ გამოცემების წყალობით დაგროვილმა ინფორმაციამ, მეთიუ პერვისი საკმაოდ საინტერესო და სახალისო დასკვნებამდე მიიყვანა. ამ ბლოგში, მისი 50 ფაქტიდან, რამდენიმე მნიშვნელოვან მათგანს წარმოგიდგენთ, რომელიც პოკერის მოთამაშეებისთვის სასაცილო, ნოსტალგიური და, ზოგჯერ, სევდიანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. 

1. პოკერის ტერმინოლოგია წარმოუდგენლად განვითარდა და გართულდა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ტერმინ 3-ბეთის ცოდნა პოკერის მოთამაშის სიმაღლეზე მიუთითებდა. დღეს კი, პოკერის ონლაინ ლექსიკონები არსებობს, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ასეულობით გაუგებარი სიტყვითა და ფრაზით სავსე. 

2. არ აქვს მნიშვნელობა როგორი სახელი და რეპუტაცია გქონდა პოკერის ინდუსტრიაში - როცა ათასობით მოთამაშის ფულს მიისაკუთრებ, შენი საზოგადოებრივი კარიერა დანგრეულია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჰოვარდ ლედერერსა და კრის ფერგიუსონს ეხებათ. 

3. პოკერის ყველაზე დიდი თამაშები, 'ბელაჯიოს' ნაცვლად, ჩინეთში, კერძოდ - მაკაოში იმართება. ამ თამაშების ლიმიტები იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. 

4. ფედორ ჰოლცი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

5. ფილ ჰელმუტი კვლავ თვლის, რომ მისი ოპონენტები საშინელ პოკერს თამაშობენ. მას კვლავაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი

6.ჰაი როლერ ტურნირების ბაი-ინები წარმოუდგენლად გაიზარდა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა $25.000 დოლარი ძვირადღირებული ტურნირის სტანდარტული ფასი იყო

7. რე-ბაი ტურნირები მოდაში აღარაა. სამაგიეროდ, რე-ენთრი ტურნირები ყველას მოსწონს

8. შეერთებულ შტატებში ონლაინ პოკერი ისევ რეგულირების გარეშეა მიტოვებული

9. ყველას ენატრება FullTiltPoker-ის ავატარები, განსაკუთრებით კი ვირი

10. მდიდარი ბიზნესმენები დაიღალნენ პროფესიონალი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშით. ამიტომაც, მათ თავიანთი საკუთარი ტურნირი შექმნეს, რომლის ბაი-ინი $1.000.000 დოლარს შეადგენს

11. სამწუხაროდ, პოკერს კვლავაც ძალიან ცოტა ქალი თამაშობს. პრინციპში, ეს გასაკვირიც არაა, თუ გავითვალისწინებთ სათამაშო მაგიდასთან მამაკაცების დამოკიდებულებას ქალების მიმართ

12. ზედა პუნქტი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და შეიცვალოს

13. WSOP-ის მეინ ივენთი იყო, არის და იქნება მსოფლიო პოკერის უმნიშვნელოვანესი სატურნირო მოვლენა

14. პოკერის მოთამაშეები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ შეუძლიათ სხვა თამაშებითაც წარმატებით იშოვნონ ფული. მაგალითად, Daily Fantasy Sports, ონლაინ ბეთინგი, ტოტალიზატორები, კაზინოს სხვა თამაშები

15. პოკერის მოთამაშეების უმეტესობა ვერ იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის როლი თამაშის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში. თუ პროფესიონალებს დამწყები და მდიდარი მოთამაშეების მოზიდვა უნდათ, მათ ეს მიდგომა აუცილებლად უნდა შეცვალონ

16. მიუხედავად იმისა, რომ პოკერში გუნდური თამაშის კონცეფციის დანერგვა ურთულესი ამოცანაა, Global Poker League-ის მონდომება და მიღწევა მართლაც დასაფასებელია

17. მოსახლეობის უმეტესობას, შეერთებულ შტატებში, პოკერის მიმართ დღესაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და მას ნეგატიურ კონტექსტში განიხილავენ. ევროპაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა

18.კრის მანიმეიკერი, პოკერის ისტორიაში, ერთ-ერთ უდიდეს სახელად რჩება

19. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ ვინ არის კრის მანიმეიკერი

20. პოკერი არის და მუდამ იქნება თამაშის უმნიშვნელოვანესი ასპექტების საუკეთესო ნაკრები: სტრატეგია, მათემატიკა, ფსიქოლოგია და გართობა

 

რუმები

ქართული უცხოური