სებასტიან მალეკი EPT Barcelona Main Event-ის გამარჯვებულია
ბარსელონაში ჩატარებული 2016 წლის EPT-ის ფესტივალის უკანასკნელ დღეს ორი დიდი ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა: WPT Barcelona Main Event-ის ჩემპიონი, სებასტიან მალეკი და €10.000 High Roller-ის პირველადგილოსანი კონორ დრინანი.
სებასტიან მალეკი 21 წლის პოლონელი მოთამაშეა, რომლის კარიერული მოგება სულ რაღაც $40.000 დოლარს ითვლიდა. ალბათ საჭიროც არ არის იმის თქმა, რომ EPT Barcelona-ს მეინ ივენთის პირველი ადგილისთვის მიღებული €1.1 მილიონი ევრო, მის კარიერაში ყველაზე დიდი ანაზღაურებაა. რაც ყველაზე მთავარია, ტურნირზე, რომლის ბაი-ინი €5.300 ევროს შეადგენდა, მალეკი PokerStars-ის €27 ევროიანი სატელიტის შედეგად მოხვდა.
ფინალური ჰედს-აპი მალეკსა და გერმანელ პროფესიონალ მოთამაშეს, ური რეიჰენშტაინს შორის გაიმართა. დამღლელი და დაძაბული დაპირისპირება 5 საათის განმავლობაში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. უკანასკნელ დარიგებაში, რეიჰენშტაინის სთრეითს, პოლონელმა მოთამაშემ A ჰაი ფლეში დაუხვედრა, რამაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი და მასშტაბური გამარჯვება მოუტანა.
რაც შეეხება კონორ დრინანს: მან EPT Barcelona-ს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაი როლერ ტურნირი მოიგო, €849.000 ევროთი პირველი ადგილისთვის. მისი სატურნირო კარიერული მოგება, უკვე, $10 მილიონ დოლარს გადაცდა. კონორ დრინანი, გემბლერის წარმატებული კარიერის გარდა, იმითიც გახდა ცნობილი, რომ 2014 წელს, WSOP-ის ივენთზე, $1 მილიონ დოლარიანი ბაი-ინის წაგება AA-ის წინააღმდეგ იგივე ხელით მოახერხა.