შონ იუ WSOP Planet Hollywood-ის ფინალში ელი ელეზრას ამარცხებს

ლეგენდარულმა მოთამაშეს, ელი ელეზრას, რომელსაც უკვე მრავალი წელია პოკერის სამყაროში ხმაური არ გამოუწვევია, WSOP Planet Hollywood-ის მეინ ივენთის ფინალურ ჰედს-აპზე საკმაოდ შთამბეჭდავი 'ქამბექი'  გამოუვიდა. WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურის მფლობელი მოთამაშისთვის, WSOP Circuit ტურნირი პირველი იყო. WSOP Circuit-ის სერიებზე კარიერაში პირველმა ქეშმა, თანაც ფინალურ ჰედს-აპში, მსოფლიო პოკერის წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, ელეზრა, შონ იუს მიერ დამარცხდა, რომელმაც კარიერაში საუკეთესო შედეგის ჩვენება და მეორე ოქროს ბეჭდის მოპოვება შეძლო.

კალიფორნიელ მოთამაშეს პირველი ოქროს ბეჭედი 2014 წელს გამართულ სან დიეგოს WSOP Circuit-ის მეინ ივენთზე აქვს მოპოვებული. მაშინ, იუმ, $101.881 დოლარი მოიგო. მისი უკანასკნელი მოგება კი $170.286 დოლარს შეადგენს.

ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდმა $792.000 დოლარი შეადგინა, მთლიანობაში, 528 მოთამაშე დარეგისტრირდა. 9 მოთამაშიან ფინალურ მაგიდაზე ელი ელეზრა ჩიპლიდერის პოზიციებს ფლობდა. მართალია, მას რამდენჯერმე არ გაუმარათლა და მნიშვნელოვანი დარიგება წააგო, მაგრამ ფინალური ჰედს-აპი, ფინალური მაგიდის მსგავსად, ჩიპლიდით დაიწყო. შონ იუმ მალევე მოახერხა სიტუაციის გამოსწორება და ელეზრას სტეკის გარკვეული ნაწილის 'მისაკუთრება'. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ შონ იუმ ტურნირის, ოქროს ბეჭდის, $170.286 დოლარისა და მომავალი წლისთვის დაგეგმილი Global Casino Championship-ის ტურნირზე უფასო ადგილის მოგება მოახერხა.

რუმები

ქართული უცხოური