ბრაზილიაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზება იგეგმება
ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ბრაზილიაში, ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ხანგრძლივი ფინანსური კრიზისი მძვინვარებს. როგორც ჩანს, კანონმდებლები აქტიურად განიხილავენ ქვეყნის უკანასკნელი 70 წლიანი ტრადიციის დარღვევას და აზარტული თამაშების ლეგალიზებას გეგმავენ.
Financial Time-ისა და სხვა სარწმუნო წყაროების ცნობით, აზარტული თამაშების ლეგალიზება მიმდინარე წლის უკანასკნელ კვარტალში იგეგმება. ქვეყნის ტურიზმის მინისტრის, ენრიკე ალვეშის განცხადებით, აზარტულ თამაშებზე შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, გემბლინგ ინდუსტრიიდან ქვეყნის ბიუჯეტში, წლიურად, $6 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი უნდა შევიდეს. Financial Time-ის მონაცემებით, ბრაზილიელების მიერ ერთი წლის განმავლობაში გაკეთებული ფსონები, რომლებიც არალეგალურ ვებ-გვერდებსა და მიწისქვეშა კაზინოების ბიუჯეტში მიედინება, დაახლოებით მსგავს თანხას უნდა შეადგენდეს და მისი სახელმწიფო ხაზინაში მოხვედრა, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს.
პოკერი, ბრაზილიის ტერიტორიაზე, სრულიად ლეგალურია და ის ე.წ. skill game-ს წარმოადგენს, ანუ თამაშს, რომელიც გამოცდილებასა და ცოდნაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მხოლოდ იღბალზე. უნდა ითქვას, რომ იგივე სტატუსის მატარებელია ცხენებზე დადებული ფსონები და ლოტო. მიუხედავად ამისა, აზარტული სამაგიდო თამაშებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ქვეყნის ტერიტორიაზე უამრავი მსხვილი კაზინო და გემბლინგ ოპერატორი შევა. რამდენიმე დიდი გრანდი უკვე აქტიურად განიხილავს ბრაზილიის ეკონომიკურ სივრცეს. თუ ყველაფერი მართლაც ამ სცენარით წარიმართა, ქვეყნის ეკონომიკას არამხოლოდ სათამაშო ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი დაეხმარება, არამედ ის ინვესტიციებიც, რომლებსაც სხვადასხვა გემბლინგ ოპერატორი და მსოფლიოში ცნობილი კაზინოების ქსელები განახორციელებენ.