იაპონია ლაივ კაზინოების ლეგალიზებას გეგმავს

მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ლაივ კაზინოების ლეგალიზება, იაპონიის ორპალატიანი პარლამენტის აქტიური დავის, მსჯელობისა და საბოლოოდ განხეთქილების საგანს წარმოადგენდა. აზარტული თამაშების კანონმდებლობით რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, ქვეყნის პემიერ მინისტრი, შინზო აბე იყო, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. 
პრემიერ მინისტრის პარტია, უმცირესობაში მყოფ სხვა პარტიებთან ერთად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაივ კაზინოების ლეგალიზებას, რომელიც ტურისტების მოზიდვასთან ერთად, ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავლის საშუალებად იქცეოდა. გარკვეული პოზიტირუი ძვრების მიუხედავად, პარლამენტმა ვერ შეძლო კანონპროექტის დასრულებული სახით მიღება. კაზინოების შესახებ კანონის მთავარი მოწინააღმდეგე პარტია 'კომეიტო' იყო, რომელსაც უამრავი კონსერვატულად განწყობილი ბუდისტი მხარდამჭერი ჰყავს. ისინი, აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რელიგიურ და სოციალურ არგუმენტებს ასახელებდნენ, რის გამოც კანონპროექტი სულ უფრო კარგავდა პოპულარობას. 
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მთავარ პრობლემას, რაც კაზინოების ლეგალიზებას ხელს უშლიდა, უმცირესობაში ყოფნა წარმოადგენდა . კანონის მისაღება 'კომეიტოს' მხარდაჭერის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მიმდინარე წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ კი, ლიბერალ-დემოკრატებმა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს და როგორც Financial Times ვარაუდობს, სექტემბერ-ოქტომბერში დანიშნულ სესიებზე, პარლამენტი ლაივ კაზინოების შესახებ შექმნილ კანონპროექტს კვლავ დაუბრუნდება. 
Credit Lyonnais Securities Asia-ს ანალიტიკოსის, ჯეი დეფიბოს აზრით, პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონის მიღების შანსი ე.წ. კოინ-ფლიპს უტოლდება. იაპონელი ფინანსური ექსპერტი, ტაკაში კისო კი ვარაუდობს, რომ თუ პარლანეტმა კანონი არ დაამტკიცა, მაშინ მისი განხილვა კიდევ რამდენიმე წლით გადაიდება, რადგანაც პრემიერი შინზო აბე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, რაც კიდევ უფრო მტკივნეულ ფონს შექმნის. პარტიის მხრიდან ისედაც არაპოპულარულ ნაბიჯებს კი, კაზინოების შესახებ კანონის მიღება, აღარ სჭირდება. 
თუ იაპონიის პარლამენტმა კანონპროექტი მართლაც დაამტკიცა, და თუ ეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე მოხდა, კანონი ძალაში 2023 წელს შევა და რეალური ძალა მხოლოდ მოგვიანებით მიეცემა.  Financial Times-ის ანალიტიკოსების აზრით კი, Las Vegas Sands, Wynn, MGM და აზარტული ბიზნესის სხვა გრანდები, რომლებმაც უკვე გააკეთეს გარკვეული ინვესტიცია იაპონურ სათამაშო ბიზნესში, შესაძლოა სხვა რეგიონებით დაინტერესდნენ და ამომავალი მზის ქვეყნისადმი ინტერესი დაკარგონ. 

რუმები

ქართული უცხოური