პროფესიონალი მოთამაშე დევიდ უილიამსი MasterChef-ის მეორეადგილოსანი ხდება
პოკერის პროფესიონალი მოთამაშე, დევიდ უილიამსი, Fox-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემისა და რეალური შოუს, MasterChef-ის მეორე ადგილს იკავებს. 2004 წლის მეინ ივენთის მეორეადგილოსანს, ამჯერადაც არ ერგო პირველი ადგილი, დიდება და მთავარი პრიზი. თუმცა, მსგავსი რეზულტატი აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ პოკერი იქნება ეს თუ კულინარია, ყველაფერი ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული.
ულიამსმა რეალურ შოუში მონაწილეობაზე, პირველად, აპრილში განაცხადა. გადაცემაში, ლეგენდარული გორდონ რამზი, გემრიელი კერძების მოყვარულებსა და გურმანებს პროფესიონალ მზარეულებად აქცევს. პირველი ადგილისთვის დაწესებული პრიზი $250.000 დოლარს შეადგენდა, მაგრამ ფინალური 'დაპირისპირების' შემდეგ, ჟიურიმ გამარჯვებულის ტიტული შონ ო'ნილს მიანიჭა. ჟიურის წევრები თანხმდებოდნენ, რომ სამივე კერძის სრულყოფილ მომზადებას თავი ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ გაართვა, მაგრამ ო'ნილის კერძები გამორჩეულად გემრიელი აღმოჩნდა.
2004 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე, დევიდ უილიამსი გრეგ რეიმერთან დამარცხდა, თუმცა $3.5 მილიონის მოგება მაინც შეძლო. უილიამსის ანგარიშზე 2006 წელს სევენ-ქარდ სტადში მოგებული WSOP-ის სამაჯური და 2010 წელს მოგებული WPT-ის $25.000 დოლარიანი ტურნირი ირიცხება, რომლისთვისაც ამერიკელმა მოთამაშემ $1.530.000 დოლარი მიიღო.
დევიდ უილიამსი პირველი პროფესიონალი მოთამაშე ნამდვილად არ არის, ვინც სატელევიზიო გადაცემაში წარმატებას მიაღწია. მანამდე ენი დუკი Apprentice-ის, ხოლო ჟან რობერ ბელანი Survivor-ის ვარსკვლავები გახდნენ. ლივ ბურემ დიდ წარმატებას მიაღწია ბრიტანულ Golden Balls-ში, ალექს ჯეიკობი კი ამერიკული Jeoparty-ის გამარჯვებული გახდა.