სიტუაცია Global Poker League-ზე
უკვე მე-9 კვირაა, რაც მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი უახლესი ღონისძიება, Global Poker League (GPL) მიმდინარეობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა გაამართლა - შოუს ფორმატმა, რეიტინგებმა და თავად პოკერის თამაშმა, სულ უფრო და უფრო მეტ მაყურებელი და გულშემატკივარი მოიზიდა.
ამერიკის კონფერენციაში, ყველაზე მეტი ქულის დაგროვება New York Rounders-მა შეძლო. უფრო მეტად თუ ჩავეძიებით, გუნდის წარმატების მთავარი მიზეზი 2016 წლის WSOP-ის ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე, ჯეისონ მერსიერი იყო, რომელმაც ორ 6-მაქს თამაშზე პირველი და მეორე ადგილების მოპოვება შეძლო. ის მხოლოდ მარია ჰოსთან დამარცხდა. ჰედს-აპის რაუნდისთვის, ბაირონ კავერმანის წინააღმდეგ, ტომ მარჩესი შეირჩა. სწორედ კავერმანს გადაუსწრო მერსიერმა 6-მაქს თამაშებში. ამჯერად, San Paulo Metropolitans-მა ნიუ იორკელების დამარცხება 2-1 მოახერხეს. კვირის ყველაზე წარუმატებელი გუნდი, ამერიკის კონფერენციაში, Las Vegas Moneymakers იყო, რომელიც San Francisco Rush-ს 13 ქულით ჩამორჩება.
ევრაზიის კონფერენციაში კი Moscow Wolverines კვლავ განაგრძობს დომინირებას. გუნდმა, London Royals-ის 13 ქულიან შედეგს, ერთი ქულით აჯობა და პირველი ადგილის შენარჩუნება მოახერხა. მოსკოველმა იგორ იაროშევსკიმ მე-2 და მე-3 ადგილების დაკავება შეძლო, რამაც გუნდს დამატებითი ქულები მისცა. ანატოლი ფილატოვმა კი, Paris Aviators-ის ჯორჯ დენზერი, ჰედს-აპ შეხვედრაში, 2-1 დაამარცხა და მოსკოველები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მე-9 კვირის მიწურულს, GPL-ის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
ამერიკის კონფერენცია
ადგილი | გუნდი | მოგება |
1 | Montreal Nationals | 16 |
2 | L.A. Sunset | 15 |
3 | Sao Paulo Metropolitans | 10 |
4 | New York Rounders | 10 |
5 | San Francisco Rush | 11 |
6 | Las Vegas Moneymakers | 9 |
ევრაზიის კონფერენცია
ადგილი | გუნდი | მოგება |
1 | Moscow Wolverines | 12 |
2 | London Royals | 12 |
3 | Hong Kong Stars | 8 |
4 | Paris Aviators | 10 |
5 | Rome Emperors | 8 |
6 | Berlin Bears | 7 |