ჩინური კრიმინალური ბანდა, რომელიც პოკერის თამაშებს კონტაქტური ლინზის დახმარებით იგებდა

ჩინეთში, იუნანის პროვინციის პოლიციამ 4 თაღლითი დააკვა, რომლებმაც მოთამაშისგან არაკანონიერი გზით 70.000 იუანის (8.148 ფუნტი) მოგება მოახერხეს. კონტაქტური ლინზის მეშვეობით, ისინი, სათამაშო კარტზე დატანებული სპეციალური მარკირების იდენტიფიცირებას და საჭირო ინფორმაციის მიღებას ახერხებდნენ. აფიორა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც 23 სექტემბერს, დაზარალებულმა იუნანის პროვინციის პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც დაზარალებული აცხადებს, თამაშის დროს ის დაათვრეს. 

გამომძიებლების მიერ გახმაურებული ინფორმაციის თანახმად, 4 თაღლითიდან ერთ-ერთი კონტაქტურ ლინზას იყენებდა, რომელიც სათამაშო კარტებზე დატანებული, შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი მარკირების ამოცნობის საშუალებას აძლევდა. მიღებული ინფორმაციის შემდეგ, თაღლითი, 3 თანამზრახველს სპეციალური ჟესტიკულაციით მოწინააღმდეგის ხელის მდგომარეობას ამცნობდა. მსხვერპლი, ფაქტიურად, გახსნილი კარტებით თამაშობდა და მორჩილად იხდიდა ფულს. დაზარალებულმა მოთამაშემ, რომელიც მხოლოდ ფენგის სახელითაა ცნობილი, ჯერ 10.000 იუანი წააგო. თაღლითები მას ბიზნესპარტნიორების გაცნობასა და დახმარებას პირდებოდნენ, რის გამოც ფენგი კვლავ შემორჩა მაგიდასთან და დამატებითი 60.000 იუანი დაკარგა. 

თაღლითები, პოლიციამ, სასტუმროს ნომერში დააკავა, სადაც კონტაქტური ლინზების წყვილი და 30-მდე დანიშნული სათამაშო ბანქოს სრული დასტა იქნა აღმოჩენილი. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელს დაუწესებენ თაღლითებს, მაგრამ ჩინეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც უმკაცრესად უდგება გემბლინგთან დაკავშირებულ კრიმინალს, გასაკვირი არ იქნება, თუ აფერისტების ჯგუფს დანაშაულისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ ვადას მიუსჯიან. მიუხედავად იმისა, რომ ფენგმა პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ მიაწოდა, შემდეგ კი გამოძიებასთან ითანამშრომლა, სხვების მსგავსად, ისიც ბრალდებულის სკამზე მოხვდა - არალეგალურ თამაშში მონაწილეობის გამო.

 

რუმები

ქართული უცხოური