ტოდ ბრანსონი და კარლოს მორტენსენი Poker Hall Of Fame-ის წევრები გახდნენ

2016 წლის 12 კანდიდატს შორის, მსოფლიოს ყველაზე ექსკლუზიური და პრესტიჟული პოკერის-კლუბის, Poker Hall Of Fame-ის წევრები ტოდ ბრანსონი და კარლოს მორტენსენი გახდნენ. "ჩემი კოლეგების მხრიდან, ამ საპატიო კლუბში ჩემი გაწევრიანება, უდიდესი პატივია, - თქვა ტოდ ბრანსონმა, - შეიძლება ითქვას, რომ მე პირდაპირი გაგებით ვიზრდებოდი ამ კლუბის ცერემონიებზე, რომლის წევრებიც ჩემთვის კუმირებს წარმოადგენდნენ." 

ბრანსონი და მორტენსენი Poker Hall Of Fame-ის 51-ე და 52-ე წევრები არიან. ისინი, ასევე, 44 წევრიანი ჟიურის გუნდშიც ერთიანდებიან, რომელთა ხმებიც, კლუბში ახალი კანდიდატის არჩევის დროს, გადამწყვეტ როლს ასრულებენ. წლევანდელი ცერემონია განსაკუთრებული იმით იყო, რომ ტოდ ბრანსონის სტატუსი საკუთარი მამის - დოილ ბრანსონისას გაუთანაბრდა. მართალია დოილი პოკერის ნათლიადაა წოდებული და მის მიმართ ნებისმიერი პოკერის მოთამაშე უდიდესი პატივისცემითაა განმსჭვალული, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტოდ ბრანსონი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქეშ-გეიმერია, რომლისთვისაც თამაშის სიდიდე და ლიმიტი არასდროს წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს. 

თავის მხრივ, კარლოს მორტენსენი, პირველი ინტერნაციონალური და ევროპული წარმომავლობის 'ფეიმერია'. "პროფესინალურ პოკერში უკვე 20 წელზე მეტია ჩართული ვარ, - თქვა მორტენსენმა, - ამ თამაშმა ჩემს ცხოვრებას უამრავი რამ შესძინა. პოკერის ლეგენდების გვერდით ყოფნა და მათ ჩამონათვალში ჩემი სახელის ამოკითხვა, ჩემთვის უდიდესი პატივია."

Poker Hall Of Fame-ის ოფიციალური ცერემონია 26 ოქტომბერს, Binion's Gambling Hall-ში გაიმართება. დარჩენილია კიდევ რამდენიმე ფინალისტი, რომელთა სახელებიც პოკერის დიდების დარბაზის წევრთა შორის შეიძლება ვიხილოთ: ელი ელეზრა, უმბერტო ბრენე, კრის მანიმეიკერი, მაქს პესკატორი, დეივ ულიოტი, კრის ბიორინი და მეტ სევიჯი. Poker Hall Of Fame 1979 წელს დაარსდა და 52 მოთამაშეს აერთიანებს, რომელთაგან მხოლოდ 27-ია ცოცხალი. 

რუმები

ქართული უცხოური