888poker London Live-ის გამარჯვებული კა ჰიმ ლი გახდა
ლონდონმა კიდევ ერთ პოკერის ფესტივალს - 888poker London Live-ს უმასპინძლა, რომლის მეინ ივენთის გამარჯვებულიც კა ჰიმ ლი გახდა, £45.300 ფუნტ სტერლინგით პირველი ადგილისთვის. მთავარი ღონისძიების ფინალური დღე საკმაოდ დრამატულად და ამასთანავე ჩქარ ტემპში მიმდინარეობდა. ტურნირის 14 მონაწილეს, ფინალური მაგიდის დასაკომპლექტებლად, სულ რამდენიმე საათი დასჭირდა.
9 მოთამაშეს, რომლებმაც სოლიდურ საპრიზო ანაზღაურებამდე მიღწევა დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს, თამაშის ტემპი არც ტურნირის გადამწყვეტ სტადიაზე დაუგდიათ. პირველი ენცო დელ პიერო იყო, რომელიც ტურნირის მომავალი გამარჯვებულის ორ წყვილს საკუთარი დაბალი ორი წყვილით დაუპირისპირდა. მან მე-9 ადგილისთვის £5.040 ფუნტ სტერლინგი მიიღო. შემდეგი აუტსაიდერი ხოსე ლოპესი აღმოჩნდა, რომელიც გვიანი პოზიციიდან AJ-ით აგრესიული თამაშისა სწორი გადაწყვეტილების მიუხედავად, შაჰ რაზას ჯიბის AA-ის შეეჯახა.
შემდეგი ორი მოთამაშე - რუსი მიხაილ პოკრეპა და ლეგენდარული ბრიტანელი პოკერისტი, ჩარლზ ჩატა თამაშიდან სემ გრაფტონმა გამოთიშა. რუმინელი ქრისტიან მიჰუ, თერნზე სთრეითის დასრულების მიუხედავად, კა ჰიმ ლის მსხვერპლი გახდა, რომელმაც ფლოპზე მიღებული სეტი, რივერზე ფულ ჰაუსად აქცია და ფინალური მაგიდა 4 მოთამაშემდე შეამცირა. მაგიდის ჩიპლიდერი, ამ მომენტისთვის, სემ გრაფტონი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც შაჰ რაზას მიერ მაღალი A-ით სმოლ ბლაინდიდან გაკეთებული ოლ ინს, ბრიტანელმა KQ დაუპირისპირა, გაძლიერება ვერ მოასწრო და ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. შორთ სტეკად დარჩენილი გრაფტონი, გაორმაგების მცდელობისას, მალევე გამოეთიშა ფინალურ მაგიდას. ფილიპ საუკი თანამემამულეს ფეხდაფეხ მიჰყვა, როდესაც 77-ით ლის 88-ის წინააღმდეგ აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ჰონგ კონგში დაბადებული 21 წლის მოთამაშე, 3:1 ჩიპების შეფარდებით, ფინალურ ჰედს-აპში აღმოჩნდა. მიუხედავად აშკარა ჩიპლიდისა, კა ჰიმ ლიმ, შაჰ რაზას 88-ით გაკეთებული ოლინის მოგება მაღალი A-ით ვერ მოახერხა და იძულებული გახდა საპრიზო ფონდის განაწილებაზე დათანხმებულიყო. მას £45.000 ფუნტ სტერლინგი ხვდა წილად. ფინალისტებმა სათამაშოდ სიმბოლური £300 ფუნტ სტერლინგი და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დაიტოვეს, რომლის მოგება საბოლოდ მაინც ჰონგ კონგელმა მოთამაშემ შეძლო.