ბრაზილიაში აზარტული თამაშების ლეგალიზება იგეგმება

ბრაზილიაში გემბლინგის ლეგალიზებაზე საუბარი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. ვრცელდებოდა კულუარული ხმები, რომ ბრაზილიელი კანონმდებლები, მართალია არაოფიციალურად, მაგრამ რეალურად განიხილავდნენ არსებული მაგრამ მოუწესრიგებელი აზარტული თამაშების კანონის ფარგლებში მოქცევას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ უნდა ქცეულიყო. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, ეს მოვლენა, აზარტული თამაშების სასიკეთოდ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. 

როგორც ჩანს, სექტემბერში გახმაურებულ მოვლენებთან შედარებით, ყველაფერი უკეთ და გაცილებით ჩქარა ვითარდება: გასულ კვირას, ბრაზილიის სენატმა უკვე დაგეგმა კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ონლაინ სივრცეში არსებულ აზარტული თამაშების საიტებს, ლაივ კაზინოებთან ერთად, კანონის ხელი უნდა შეეხოთ. რა თქმა უნდა, მსგავსი ინიციატივა ადრეც გამოუთქვამთ, მაგრამ მაშინდელი ენთუზიაზმი სენატის უდიდესმა ნაწილმა არ გაიზიარა. წლის დასაწყისში, ჰენრიკ ალვეშმა - ბრაზილიის ტურიზმის მინისტრმა ხმამაღლა დაიწყო იმაზე საუბარი, თუ რა ბენეფიტებს მოუტანდა ქვეყნის ბიუჯეტს ონლაინ და ლაივ გემბლინგის ლეგალიზება. მისი გათვლებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი $6.1 მილიარდი დოლარით გაიზრდება. 

პოკერი, როგორც უნარებისა და ცოდნის თამაში, ბრაზილიაში სრულიად ლეგალურია. საკამათოა, მაგრამ იგივე სტატუსით სარგებლობს ცხენების დოღზე ფსონების მიღება. მაგრამ თუ ბრაზილიაში ონლაინ და ლაივ გემბლინგის შესახებ კანონს მიიღებენ, ეს არამხოლოდ ქვეყნის ბიუჯეტისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, არამედ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეყოლება - განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა შეერთებულ შტატებში ონლაინ პოკერის შესახებ არანაირი დადებითი ძვრები არ შეინიშნება. 

რუმები

ქართული უცხოური