სემ ტრიკეტი PartyPoker-ის სახე ხდება

ვეტერან პოკერ-რუმს PartyPoker-ს ახალი სახე ჰყავს - ბრიტანეთის ყველაზე მომგებიან მოთამაშეთა სიის ლიდერი, სემ ტრიკეტი, რომელიც უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ თამაშებში ღებულობს მონაწილეობას. 

2007 წლის შემდეგ, ტრიკეტის კარიერულმა მოგებამ $20.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ყველაფერი კი £110 ფუნტ-სტერლინგიანი ტურნირით დაიწყო, რომლის მოგების შემდეგ ბრიტანელმა მოთამაშემ "ადვილ ფულს" გაუგო გემო. 2008 წელს, WSOP-ის $5.000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, ტრიკეტმა მე-4 ადგილისთვის $245.927 დოლარი მიიღო, რაც დიდი თამაშებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი მოგება 2012 წლით თარიღდება, როდესაც $1.000.000 დოლარიანი One Drop-ზე ტრიკეტმა მეორე ადგილი დაიკავა და $10.112.001 დოლარი მიიღო. 

"ჩემთვის დიდი პატივია PartyPoker-ის მზარდ გუნდთან თანამშრომლობა, - ამბობს ბრიტანელი მოთამაშე, - ეს პოკერ-რუმი ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი იყო და მიხარია, რომ ჩემი თანამშრომლობა სწორედ მათთან შედგა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი PartyPoker-ის ჰაი სტეიკს თამაშების გამოცოცხლებაა."

ამჟამად სემ ტრიკეტი Caribbean Poker Party-ის სერიებზე თამაშობს და ლაივ ტურნირების საერთო მაჩვენებლის გაზრდას ცდილობს. PartyPoker-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ის, 2017 წლის იანვრიდან გახდება. 

 

რუმები

ქართული უცხოური