PokerStars უკვე მესამე წელია, რაც EGR-ის გამარჯვებული ხდება

eGaming Review - იგივე EGR ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალია, რომელიც ონლაინ და ლაივ კაზინოების, ასევე ზოგადად სათამაშო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებს მიმოიხილავს. EGR-ის ჯილდოს მოპოვება სათამაშო ინდუსტრიის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის უდიდესი პატივი იქნებოდა. 28 ნოემბერს კი, ლონდონში, PokerStars-მა საუკეთესო ონლაინ ოპერატორის ჯილდო უკვე ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 

Amaya Inc.-სა და PokerStars-ს 4 ნომინაციაში გადაეცათ საუკეთესოს ტიტულები: წლის საუკეთესო ოპერატორი (Amaya), წლის ყველაზე პასუხისმგებლიანი ოპერატორი (Amaya), მომხმარებლებზე ორიენტირებული ოპერატორი (Amaya) და წლის საუკეთესო კაზინო ოპერატორი (PokerStars Casino). 

"ამ ტიტულის უკვე მესამე წლის განმავლობაში ზედიზედ მოპოვება ყველაზე სასიამოვნო და სწორად შეფასებული ანაზღაურებაა იმ შრომისა, რასაც PokerStars-ის გუნდი ეწევა, - ამბობს სევერინ რესეტი, PokerStars-ის ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი, - ამ საქმეში ჩართულია არამხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული გუნდი, არამედ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან. ჩვენ პირველ რიგში მოთამაშეებზე ვფიქრობთ, რადგან სწორედ მათზე ორიენტირებულობა გვაძლევს იმ სტატუსსა და ნდობას, რასაც ონლაინ პოკერის მოყვარულებისგან ვხედავთ."

EGR-ის საუკეთესო ონლაინ ოპერატორის ნომინაციის უკანასკნელი გამარჯვებული, PokerStars-ის სამწლიან პირველობამდე, 888poker იყო, რომელმაც აღნიშნული ტიტული 2013 წელს მიიღო. პოკერის სხვა ოპერატორები, რომლებიც წლევანდელ ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ იყვნენ Unibet და Aconcagua Poker, რომელმაც ჯილდო მობილური აპლიკაციის შექმნისთვის მიიღო. კაზინოებში საუკეთესო Paddy Power Betfair გახდა, ხოლო საუკეთესო სლოტებისთვის დაწესებული ჯილდო Mr. Green-ს გადაეცა. 

 

რუმები

ქართული უცხოური