Global Poker Index - ფედორ ჰოლცი კვლავ პირველია; ერიკ საიდელი ხუთეულში შედის
Global Poker Index-ის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენამდე თვეზე ნაკლები რჩება. უკვე 25-ე კვირაა, რაც ფედორ ჰოლცი რეიტინგის პირველობას არ თმობს. ის 300 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან დევიდ პიტერსს. წლის მოთამაშის რეიტინგში მხოლოდ ერთადერთი ცვლილებაა: არი ენგელი ერთი ადგილით დაწინაურდა, რაშიც, მას, PartyPoker-ის Caribbean Main Event-ის საპრიზო ადგილი დაეხმარა.
რაც შეეხება Global Poker Index-ის საერთო რეიტინგს: პირველ ადგილს ამ შემთხვევაშიც ფედორ ჰოლცი ინარჩუნებს, მაგრამ ამ რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - ლეგენდარული ერიკ საიდელი კვლავ საუკეთესო ხუთეულშია.
პოზიცია | მოთამაშე | ცვლილება |
1 | ფედორ ჰოლცი | - |
2 | ნიკ პეტრანგელო | - |
3 | დევიდ პიტერსი | - |
4 | ჯეისონ მერსიერი | - |
5 | ერიკ საიდელი | +3 |
6 | ბრინ კენი | -1 |
7 | ტომ მარჩესი | - |
8 | კონორ დრინანი | -2 |
9 | ჯასტინ ბონომო | - |
10 | დენ სმიტი | - |
ფედორ ჰოლცის 25 კვირიანი პირველობა რეკორდული შედეგია. ამ მომენტამდე, იგივე მაჩვენებლით, რეკორდის მფლობელი სტივ ო'დუაიერი იყო, რომელმაც პირველი ადგილის შენარჩუნება 22 კვირის განმავლობაში მოახერხა. ამ მომენტისთვის ო'დუაიერი მე-11 ადგილს იკავებს. კიდევ ერთი ყოფილი პირველადგილოსანი, ერიკ საიდელი, Aria-ში გამართული $50.000 დოლარიანი სუპერ ჰაი როლერის მეორე ადგილზე გასვლის გამო, GPI-ის რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა.