Global Poker League-ის გამარჯვებული Montreal Nationals გახდა

Global Poker League-ის 2016 წლის სეზონი Montreal Nationals-ის გამარჯვებით დასრულდა. ლიგაში, ევრაზიისა და ამერიკის კონტინენტებიდან 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებშიც 4-4 მოთამაშე იყო გაერთიანებული. გამარჯვებულმა გუნდმა $100.000 დოლარიანი ჯილდო და პირველი სეზონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

ფინალურ ბრძოლაში, Montreal Nationals-მა Berlin Bears-ის დამარცხება შეძლო. ერთადერთი ბერლინელი, რომელმაც მომავალ ჩემპიონებთან გამარჯვება მოიპოვა, სორელ მიცი იყო - მან მაიკ მაკდონალდი დაამარცხა. Montreal Nationals-ის მნიშვნელოვანი მსხვერპლი ბილ პერკინსი იყო, რომელიც ჰედს-აპზე ორჯერ დამარცხდა. ბრაიან რასტმა პირველი ჰედს-აპი ჯეისონ ლავალესთან დათმო, რომლის გამარჯვებამ ანგარიში 2-1-მდე გაზარდა. სორელ მიცისთან წაგების შემდეგ, მაიკ მაკდონალდი კვლავ დაუბრუნდა თამაშს და ბილ პერკინსთან აშკარა იღბლის წყალობით გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტი გამარჯვება პასკალ ლეფრანსუამ მოიპოვა, რომელმაც ჰედს-აპი, ლიგის მსვლელობის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დათმო. ამჯერად ლეფრანსუამ ბრაიან რასტი დაამარცხა.

ლიგის პირველი სეზონის წარმატების ერთადერთი კრიტერიუმი სწორედ პირველი სერიის დასრულება იყო. ბევრი ვარაუდობდა, რომ პოკერის ლიგა მორიგი წარუმატებელი პროექტი იქნებოდა, რომელიც 2-3 კვირის შემდეგ დასრულდებოდა. მოთამაშეები, რომლებიც მილიონებს გამოიმუშავებენ, რთულია $100.000 დოლარიანი ანაზღაურებით დააინტერესო, მაგრამ ამ ადამიანებმა არნახული შრომა გასწიეს და პოკერის პოპულარიზაციისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს. შემდეგი ნაბიჯი ლიგის მეორე სეზონი იქნება, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ გახდება ცნობილი - იცოცხლებს თუ არა GPL მომავალში? 

პროექტის მხარდაჭერას PokerStars გეგმავს, რომლის გუნდი აუცილებლად უმკაცრესად შეაფასებდა მოსალოდნელ რისკებს. ამ ინფორმაციაზე დარყდნობით კი შეიძლება ითქვას, რომ პოკერის ლიგას მომავალი ნამდვილად აქვს. სავარაუდოდ, ორგანიზატორები თითო სეზონის ხანგრძლივობის შემცირებასაც გეგმავენ - 9 თვე საკმაოდ დიდი პერიოდია არამხოლოდ პროექტისთვის, არამედ თავად მოთამაშეებისთვისაც, რომელთა დროც დიდი ფული ღირს. 

 

რუმები

ქართული უცხოური