Poker Central-ის საქველმოქმედო აქცია
მედია კომპანია Poker Central საქველმოქმედო აქციების ციკლს აანონსებს, რომლის პირველი ნაწილი $85.000 დოლარის შეგროვებას ისახავს მიზნად. ღონისძიება ლას ვეგასში, Paris Hotel-ში გაიმართება და, რა თქმა უნდა, სატელევიზიო ეთერით გადაიცემა. ივენთის პირველი ეტაპი, რომელიც ალი ნეჯადისა და მარია ჰოს ტელეფონების საშუალებით Tiwtch-ზე მოხვდა, 3 დეკემბერს გაიმართა და მასზე ერთმანეთს ცნობილი სახეები, პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები და Zynga-ს გამარჯვებული დაუპირისპირდნენ.
გამართული ღონისძიების ცნობილი სახეები UFC-ის მებრძოლი - ჩაკ ლიდელი, სკეიტბორდერი - ტონი ჰოუკი, მსახიობები - ჯენი გართი, ტაილერ პოსი და ჯეკი კრუზი იყვნენ. Zynga-ს საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული ჯენიფერ მედოქსი იყო, ხოლო პროფესიონალთა გუნდს ფილ ჰელუმტი, დენიელ ნეგრანუ და მარია ჰო წარმოადგენდნენ.
ჰედს-აპ მატჩებში ერთმანეთს პოსი და ჰელმუტი, ჰოუკი და ჰო, ნეგრანუ და ლიდელი დაუპირისპირდნენ. დენიელ ნეგრანუმ და მარია ჰომ ადვილი გამარჯვება მოიპოვეს და თავიანთი საპრიზო ანაზღაურება Malala Fund-ში და St. Jude Foundation-ში გადარიცხეს. ჰელმუტმა კი, ჩიპლიდის მოპოვების მიუხედავად, პოსისთან თამაში დათმო. მსახიობმა გამარჯვება დედას და დეიდას მიუძღვნა, რომლებიც მკერდის კიბოთი გარდაიცვალნენ. მისი მოგებული ფული სწორედ მკერდის კიბოსთან მებრძოლ საქველმოქმედო ფონდებში გადანაწილდა.