2016 წლის მოთამაშე დევიდ პიტერსი გახდა

ხანგრძლივი და დაძაბული ბრძოლის შემდეგ, 2016 წლის მოთამაშე დევიდ პიტერსი გახდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოახერხა ფედორ CrownUpGuy ჰოლცის უკან ჩამოტოვება. მიუხედავად ჰოლცის დამარცხებისა, უნდა ითქვას, რომ გერმანელი მოთამაშე თითქმის მთელი წლის განმავლობაში ახერხებდა Global Poker Index-ის წლის მოთამაშეთა რეიტინგში პირველი ადგილის შენარჩუნებას. დევიდ პიტერსმა მისი გასწრება ერთი თვის წინ, EPT Prague-ის მეინ ივენთზე მესამე ადგილის დაკავებით შეძლო, ხოლო გუშინ მოგებული $25.000 დოლარიანი ჰაი როლერ ტურნირის მოგებით წლის მოთამაშის ტიტულისთვის რბოლას საბოლოო წერტილი დაუსვა. 

პიტერსს 2016 წლის განმავლობაში $7 მილიონ დოლარამდე აქვს მოგებული, რომელთა შორის აღსანიშნავი მოგება ლას ვეგასური ზაფხულით თარიღდება, როდესაც პიტერსმა WSOP-ის ოქროს სამაჯური მოიგო. ონლაინ მიღწევებს რაც შეეხება, პიტერსის ანგარიშზე PokerStars-ის Sunday Million-ია. ჰოლმსის საერთო კარიერული მოგება $16.5 მილიონ დოლარს აჭარბებს. 

2016 წლის Global Poker Index-ის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშექვეყანა
1დევიდ პიტერსიაშშ
2ფედორ ჰოლციგერმანია
3ჯასტინ ბონომოაშშ
4ჩენს კორნუთიაშშ
5ადრიან მატეოსიესპანეთი
6ალან არი ენგელიკანადა
7პოლ ვოლპიაშშ
8ნიკ პეტრანგელოაშშ
9ანკუშ მანდავიააშშ
10სემუელ პანზიკააშშ

 

რუმები

ქართული უცხოური