Aussie Millions-ის პირველი ივენთის გამარჯვებული რობერტ რეიმონდი გახდა
რამდენიმე დღის წინ სტარტი აიღო პოკერის ავსტრალიურმა ფესტივალმა, რომელიც ათწლეულზე მეტია მსოფლიო პოკერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება. საორგანიზაციო ცვლილებების, სპონსორების შემცირებისა და შექმნილი პრობლემების მიუხედავად, Aussie Millions უამრავი მონაწილე ჰყავს. პირველმა ივენთმა 1.565 მოთამაშეს მოუყარა თავი, რაც რამდენიმე ასეულით აჭარბებს გასული წლის იგივე ღონისძიების შედეგს.
ტურნირის ფინალური დღე 16 მოთამაშით დაიწყო, რომელთაგან პირველი აუტსაიდერი ნორვეგიელი ესპან სოლაასი აღმოჩნდა. სემ ჰიგსის მე-8 პოზიციიდან გავარდნის შემდეგ ფინალური შვიდეული შეიკრიბა, რომელთა შორის საუკეთესო რობერტ რეიმონდი აღმოჩნდა - ადგილობრივი პროფესიონალი მოთამაშე. მელბურნელმა პროფესიონალმა ფინალური ოთხეულს შორტ სტეკის სტატუსით მიაღწია. კიდევ ერთი შორტ სტეკი, რომელიც სულ რამდენიმე ბიგ ბლაინდით უსწრებდა რეიმონდს, ახალი ზელანდიის მკვიდრი, ჰიანგ ფუ იყო. გადამწყვეტ ჰედს-აპზე სწორედ ფინალური ოთხეულის აუტსაიდერებად მიჩნეული მოთამაშეები აღმოჩდნენ ერთმანეთის პირისპირ.
ტურნირის ბაი-ინი $1.150 ავსტრალიურ დოლარს, ხოლო საპრიზო ფონდი $1.604.126 ავსტრალიურ დოლარს შეადგენდა, რაც დაახლოებით $1.4 მილიონი აშშ დოლარის ტოლფასია. საერთო ჯამში, საპრიზო ადგილებზე გასვლა 153 მოთამაშემ მოახერხა. პოკერის სამყაროს ცნობილი სახეებიდან ტურნირში გერი ბენსონი, ჯეიმს ობსტი, რაიან დიანჯელო და დერილ ფიში მონაწილეობდნენ. რობერტ რეიმონდს პირველი ადგილისთვის $320.830 ავსტრალიური დოლარი ხვდა წილად.